სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გალაკტიონ ტაბიძე - პოეზიის მეფე“ - ყვარლის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
20-04-2021
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა თეატრალურ-შემეცნებითი წარმოდგენა - „გალაკტიონ ტაბიძე - პოეზიის მეფე“ გამართეს.

სკოლის სააქტო დარბაზში განხორციელებულ დაუვიწყარ ღონისძიებას პედაგოგებისა და მოსწავლეების გარდა, ესწრებოდნენ წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები, საპატიო სტუმრები, ასევე, პოეტები: იზოლდა იოსებიანი, ლია გიგიტაშვილი, მანანა შატავიძე და ახალგაზრდა პოეტი გიორგი ზუბიტაშვილი. მათ  გამოხატეს საკუთარი ემოციები, აღფრთოვანება და წარუშლელი შთაბეჭდილებები.

გარდა ამისა, პოეტებმა  ისაუბრეს პოეზიის მნიშვნელობაზე ადამიანის სულიერი ზრდის პროცესში და წაიკითხეს საკუთარი ლექსები.

მოსწავლეებმა გაიხსნეს საინტერესო ბიოგრაფიული ფაქტები გალაკტიონ ტაბიძის შესახებ, დიდი გრძნობითა და ემოციებით წაიკითხეს მისი ლექსები და მოგონებები. მოსწავლეებმა დადგეს და გაცოცხლეს პოეტის ცნობილი ლექსი „მესაფლავე“. მათ გამოავლინეს თეატრალური და შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.

„იმდენად ხორცშესხმულად წარმოაჩინეს „მესაფლავე“, რომ  საკუთარი აღელვებული გულის ძგერაც კი  ესმოდა დამსწრე საზოგადოების თითოეულ წევრს, მოწვეულ სტუმრებს, პოეტებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. ასეთი გასაოცარი ლიტერატურული დღე რომ დაბადეს ამ ნიჭიერმა ახალგაზრდებმა, დასტურია იმისა, რომ უკვდავია ქართული ღირებულება და, რაღა თქმა უნდა, დამსახურებაა ეს ყოველივე მათი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ქალბატონ მზია ბაიდოშვილისა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება