| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღის აღსანიშნავად კვირეული ჩატარადა.
სკოლის დირექციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კვირეული დატვირთული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით.
„IV კლასის მოსწავლეებმა და მათმა დამრიგებელმა, იზო ძოწენიძემ, დედაენის დღესთან დაკავშირებით მოაწყვეს პროექტის, „დედაენა დედაა ჩვენი“ - პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტი ხორციელდებოდა კვირეულის ფარგლებში. მასში გამოყენებული იყო სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები და პოეზიის ნიმუში. კერძოდ, ირაკლი აბაშიძის მიერ შესრულებული ლექსი „ხმა კატამონთან“ და მის ტექსტზე დაწერილი ჯემალ სეფიაშვილის მუსიკა „ო, ენავ, ჩემო!“ ასევე პოეტ რატი ამაღლობელის მიერ შესრულებული საკუთარი ლექსი „ანბანთქება“ და იაკობ გოგებაშვილის საყვარელი ქართული ხალხური მუსიკის შედევრი „ოროველა“ გიორგი უშიკიშვილის შესრულებით. მოსწავლეებმა წარმოადგინეს დედაენაზე დაწერილი არაჩვეულებრივი ლექსები და გამონათქვამები .
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა უყურეს ნანა ჯანელიძის ფილმს „იავნანამ რა ჰქმნა?!“ და დაამუშავეს ივანე ამირხანაშვილის ნაწარმოები „იაკობ გოგებაშვილი, რომლის შემდეგაც შეარჩიეს ფოტოები ინტერნეტიდან და წინასწარ ამობეჭდილი ფოტოების გვერდით ამოიწერეს მათთვის მნიშვნელოვანი ამბები დიდი გენიოსის ბიოგრაფიიდან. აღნიშნული ნამუშევრები წარადგინეს კალიგრაფიის კონკურსზე ჟიურის წინაშე. ჟიურმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სკოლის დირექტორი ზაზა კიწმარეიშვილი, გამოავლინა გამარჯვებულები. მასწავლებელმა მოსწავლეებს აჩვენა რამდენიმე წლის წინ სკოლის პედაგოგების კალიგრაფიის ნიმუშებიც, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მოსწავლეებში, ასევე დამსწრე საზოგადოებაში. პროექტის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა გაშიფრეს კრიპტოგრამები, რომლებშიც მოსწავლეებმა ამოიცნეს გოგებაშვილის მიერ დაწერილი სახელმძღვანელოები. ასევე მოეწყო ვიქტორინა, რომელშიც შესანიშნავად გამოავლინეს ცოდნა.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქალბატონ იზო ძოწენიძეს და IV კლასს განხორციელებული აქტივობისთვის“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში