სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი არაქალის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
20-04-2021
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა  ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლების - ვარსენიკ ხაჩატრიანისა და ვარტანუშ სანოსიანის ხელმძღვანელობით,  დედაენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება ჩაატარეს.

სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შემდეგ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში სახელწოდებით -  „საუკეთესო კალიგრაფია“. გამოვლინდნენ გამორჩეული ნამუშევრების ავტორები. 

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

საჯარო სკოლების საყურადღებოდ - ახალი მანდატურები შეგემატებათ

საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება დოქტორანტურის მიმართულებას ეხება

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

რეიტინგული სია ცნობილია - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

როდემდე შეიძლება პასქის გამოცხობა წინასააღდგომოდ და არსებობს თუ არა შეზღუდვები ვადებში - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

„ოჯახების მხრიდან გამოხატული მადლიერება და სიხარული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას და საჭიროებას“

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

„ვულოცავთ, ჩვენს საერთო გუნდს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას მომავალში!“

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართულ ენას და აღნიშნეს მისი როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება