სიახლეები
სკოლები

დედაენის დღეს თამარისის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა
19-04-2021
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის, თამარისის N1 საჯარო სკოლის კედლებში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირებიც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიაში.

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით თამარისის საჯარო სკოლაში, დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიება; ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები.

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ - 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

სკოლასთან მოსწავლეს მანქანა დაეჯახა - მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი

„64 უნივერსიტეტია საქართველოში, ასეთ პატარა ქვეყანაში... ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა არჯანსაღადაა ჩამოყალიბებული...“

„აბიტურენტების რეგისტრაცია მარტში დაიწყება... ჩამონათვალში თსუ და სტუ ცალ-ცალკე დახვდებათ, სხვა თეორიული შანსი არ არსებობს!“ - მინისტრის მოადგილე

izrune.ge-ს ღონისძიება ვარსკვლავებისთვის ამ წუთებში მიმდინარეობს

ვალდებულებები, რომლებიც განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა შეასრულოს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად წაიკითხეს თეა ლომიძის „წერილი ბოთლში“ 

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება