სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტუნაძეების საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
19-04-2021
-
+



ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა, რომელიც საინტერესოდ და ხალისიანად წარიმართა.

კვირეულის ფარგლებში თითოეულმა კლასმა საკუთარი უნიკალური გაზეთი გამოუშვა, რომელიც შთამბეჭდავად და ორიგინალურად იყო გაფორმებული. 

მოსწავლეების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსმა. კონკურსის გამარჯვებულები წახალისდნენ და სიგელებითაც დაჯილდოვდნენ.
 
სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებლების - ამირან ჭელიძისა და მარინე ჩხიკვაძის ორგანიზებით ქართული ენის ზეიმი გაიმართა, რამაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია და მათ სამომავლო გეგმებიც დაუსახა.
  
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორ მასწავლებლებს და მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს,” - აღნიშნულია ტუნაძეების საჯარო სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება