სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბანოჯის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
19-04-2021
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება სკოლაში ტრადიციულად ტარდება და უკვე მეათედ გაიმართა.

სკოლის დირექტორმა ნინო წილოსანმა, პოზიტიური, იმედიანი სიტყვებით გახსნა ღონისძიება. კვირეულის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა მიმართულების აქტივობები. მოსწავლეებმა გაიხსენეს ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება, სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ დაიწყო „ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერის წიგნის შექმნა, მოეწყო ინტელექტ-შეჯიბრი „ჩვენი ქართული სიტყვა ქარგული", სიყვარულის დღეს მოსწავლეებმა გააცნობიერეს, თუ როგორ „უყვარდათ" ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს. „ჩვენი ქართული, სიტყვაქარგული", „დედამიწას სიყვარული ატრიალებს", „ჩვენთან სიყვარულია", ეს ფრაზები ათბობდა ბანოჯის საჯარო სკოლის კედლებს. სკოლას თავის მოწოდებად გაუხდია ქართული სული, ენის, მამულისა და სარწმუნოების სიყვარული ჩაუნერგოს მოსწავლეებს.  კვირეულის ფარგლებში ჩართული იყო დაწყებითი კლასის მასწავლებლები ჩატარდა კლასის საათი დედაენის დღესთან დაკავშირებით „ჩვენ დედაენით ვართ გაზრდილი".

კვირეულის დასასრულს დიდი ინტერესით მოეწყო ვირტუალური მოგზაურობა „ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ". ჩატარდა ახალი თაობის ფარგლებში კომპლექსური დავალების პრეზენტაცია მე-9 კლასში, ხოლო დავალების წარდგენა მე-8 კლასში პედაგოგი ნათია ბენდელიანი.

სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნინო წილოსანმა მადლობა გადაუხადა ხელმძღვანელებს ნათია ბენდელიანს, ელვარა წულუკიძეს, დაწყებითი კლასის პედაგოგებსა და მოსწავლეთა თვითმმართველობას აქტიური ჩართულობისათვის. ქალბატონმა ნინომ სასკოლო საზოგადოებას მოუწოდა, რომ თითოეული ღირსშესანიშნავი დღე ბანოჯის საჯარო სკოლაში მაღალი ხარისხითა და სულისკვეთებით უნდა აღინიშნოს. დასასრულს ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით დააჯილდოვა მონაწილე მოსწავლეები და სკოლის ბიბლიოთეკას გადასცა სხვადასხვა მწერლის სახელმძღვანელოები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება