| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის სკოლა-ლიცეუმმა „ცოდნამ“ დედაენის დღე გრანდიოზულად აღნიშნა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ქართული ენის დღის აღსანიშნავად, სხვადასხვა კლასებში გაიმართა ღონისძიებები. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს დღის დაარსების ისტორიაზე და აიმაღლეს ცნობიერება ამ დღის მნიშვნელობის შესახებ.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“