| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე და ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა აღნიშნეს.
14 აპრილს, საქართველოში „დედა ენის“ დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
წინ კი უამრავი გეგმა, მიზანი და წარმატებაა
შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან
„ცვლილება ზიანს აყენებს მასწავლებლის პროფესიის ისედაც მყიფე რეპუტაციას“-მასწავლებელის მომზადების 300 კრედიტიანი პროგრამის გაუქმებას ილიაუნი ეხმაურება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს
მოსწავლეებმა საკუთარი სურვილით შეარჩიეს საყვარელი ავტორის წიგნი