სიახლეები
სკოლები

დიდაჭარის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
16-04-2021
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს და დედაენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

14 აპრილს, საქართველოში „დედა ენის“ დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
რა შემთხვევაში დაგიბრუნდებათ გადახდილი თანხა და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადებას - ყველა დეტალი
სააღმდგომოდ საბავშო ბაღებში ფულადი ჯილდო შესაძლოა წელსაც გაიცეს - განმარტება 
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
რომელი საგნის ჩაბარების მსურველთათვის შეიცვალა წესები - იტალიურის მასწავლებლები ტესტირებას სხვა  პედაგოგებთან ერთად გაივლიან
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
გურამ მარკოიძე პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული
ჩატარდა კონკურსები : კალიგრაფიის, კითხვის - „ვინ არის კარგი მკითხველი“, „საუკეთესო დეკლამატორი“
კალიგრაფთა კონკურსში თავი ისახელეს მე-9 კლასის მოსწავლე ქეთევან ურუშაძემ და მე-8 კლასელმა - ნია სირაძემ
საინტერესო
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
საზოგადოება