სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მუდმივად განვითარებაზე მზრუნველი წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მასწავლებელთა ტრენინგებში მონაწილეობენ
13-04-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე და პედაგოგებიც არაერთ საინტერესო ტრენინგში მონაწილეობენ. ახლახან USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ლიდერ მასწავლებელთა ტრენინგებს აქტიურად დაესწრნენ წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პედაგოგები.

წამყვანმა მასწავლებლებმა: ქეთევან სვანიძემ, ხათუნა ქუთათელაძემ, ციცინო დადუნაშვილმა და უფროსმა მასწავლებელმა თინათინ ნაცვლიშვილმა ტრენინგებზე მიღებული ცოდნა კოლეგებს გაუზიარეს.

„მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას, ახალი მეთოდების მაღალ დონეზე დანერგვასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას. ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის წევრთა მიერ, ჩვენს სკოლაში სისტემატურად მიმდინარეობს კოლეგების მიერ გამოცდილების გაზიარება, ახალი სქემის ფარგლებში.

შეხვედრების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ იმ საკითხებს, რომლებიც მასწავლებლებს აინტერესებთ. თავისი გამოცდილება კი, ინტერაქტიული სწავლების მეთოდების უპირატესობებზე, გაუზიარა  წამყვანმა მასწავლებელმა მაია ქობულიამ“, - აღნიშნულია წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება