სიახლეები
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგ ლამზირა ოსეფაშვილს ქვემო ქართლის რეგიონის სამოქალაქო კლუბის მეურვის სიგელი გადაეცა
13-04-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგს, ლამზირა ოსეფაშვილს 2020წ ქვემო ქართლის რეგიონის სამოქალაქო კლუბის მეურვის სიგელი გადაეცა. 

10 აპრილს ეროვნული კონფერენცია გაიმართა, რომელსაც სამოქალაქო  განათლების პედაგოგები, განათლების სამინისტროსა და მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ზოგჯერ საოცარი და ლამაზი დღე დგება ადამიანის ცხოვრებაში, დღე, რომელიც განწყობას გიხალისებს, გილამაზებს. ასეთ დროს გრძნობ, რომ საჭირო  ყოფილხარ, სჭირდები სკოლას, მოსწავლეებს, ოჯახს. ხანდახან მიფიქრია, რა ვიქნებოდი სამოქალაქო განათლების გარეშე?

საინტერესო საგანი დიდ ძალას და ენერგიას იძლევა  სკოლაში საუკეთესო ცვლილებების დასანერგად და განსახორციელებლად, ეს ცვლილება კი საკუთარი  თავიდან უნდა დაიწყო.

2021 წ 10 აპრილს გაიმართა ეროვნული კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ სამოქალაქო  განათლების პედაგოგები სხვადასხვა რეგიონებიდან, განათლების სამინისტროს, მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები. კონფერენციის  პირველ ნაწილში   მოხდა სამოქალაქო განათლების პროექტების ამსახველი ფოტოების დათვალიერება, პედაგოგები განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან საუბრობდნენ  განხორციელებულ პროექტებზე, პრობლემებზე,  შედეგებზე.

კონფერენცია საზეიმოდ გახსნა და მონაწილეებს მიესალმა მარინა უშვერიძე, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორი, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა პროგრამის მიღწევებზე. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საქმიანობა უშუალოდ შეაჯამა მაკა ბიბილეიშვილმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გამოფენა-კონფერენცია გამოირჩეოდა წარმომადგენლობითი სტუმრიანობით, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის მუშაობაში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების    ეროვნული ცენტრის მოადგილემ მანანა რატიანმა  ისაუბრა კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში დანერგილ ცვლილებაზე, „ახალი მოდელის სკოლის“ შესახებ ისაუბრა საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს  სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის  უფროსის მოადგილემ მარიამ ჩიქობავამ.

კონფერენციის ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი იყო მასწავლებელთა დაჯილდოვება. სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგს, ლამზირა ოსეფაშვილს გადაეცა 2020წ  ქვემო ქართლის რეგიონის სამოქალაქო კლუბის მეურვის სიგელი. 

ამგვარი ღონისძიება, დაჯილდოება სტიმულის მიმცემია მოსწავლეებისთვის,  სკოლისთვის, მთლიანად  სასკოლო საზოგადოებისთვის, რათა კიდევ მეტი ინიციატივები გამოავლინონ, იკვლიონ თემის და სკოლის საჭიროებები, პროექტები განახორციელონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ სასარგებლო, სასიკეთო საქმის გასაკეთებლად“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„ვარსკვლავების“ დაჯილდოების ცერემონიამ ბათუმში სრული ანშლაგით ჩაიარა - Izrune.ge-ს მნიშვნელობაზე მოსწავლეთა მშობლები საუბრობენ

ბაღებში დასაქმებულთა ღირსეული ანაზღაურების სისტემა და განათლების დივერსიფიცირებული მოდელები - კიდევ რა ცვლილებების დანერგვას ითვალისწინებს დოკუმენტი

NAEC-მა რეგისტრაცია გამოაცხადა - ტესტის ნიმუშები და მაქსიმალური ქულები ცნობილია

გრიფირებული სახელმძღვანელოს ავტორის სამოდელო გაკვეთილი - მასწავლებლის სახლი სემინარს ჩაატარებს

როგორ შეხვდეს დღესასწაულს ისე, რომ მომავალმა წელმა ბედნიერება, წარმატება და იღბალი მოუტანოს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პედაგოგებმა მოსწავლეები არაერთ სახალისო, შემოქმედებით აქტივობაში ჩართეს

„იყო თემის გაშლაც და მოსწავლეთა ცოდნის ჩვენებაც, ამ ყველაფერში კი ჩანდა მასწავლებლის უდიდესი შრომა“

სპექტაკლის რეჟისორი გახლავთ დათო დარსალია, კლასის ხელმძღვანელი კი - ნათია თოლორდავა

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის ხელმძღვანელმა რუსუდან თევანიანმა

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება