სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვაშა და დიდება საქართველოსთვის დაღუპულ თითოეულ პატრიოტს!“ - ბანოჯის საჯარო სკოლაში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს
13-04-2021
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბანოჯის საჯარო სკოლაში 9 აპრილი აღნიშნეს. სკოლის დირექციამ კიდევ ერთხელ გაიხსენა 9 აპრილის ორი მნიშვნელოვანი მოვლენა - 1989 წლის ტრაგედია და 1991 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

„ვაშა და დიდება საქართველოსთვის დაღუპულ თითოეულ პატრიოტს და თავისუფალი სარბიელი ჩვენს ქართველ ერს!

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ და გისურვებთ მუდამ დამოუკიდებელი, ერთიანი და თავისუფალი საქართველოს მზე ათბობდეს თქვენს გულსა და გონებას!

ამ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე განვლილი გზა სულაც არ ყოფილა ია-ვარდებით მოფენილი. ჯერ კიდევ 1917 წლის თებერვალში, როდესაც სვეტიცხოველში ქართულ ენაზე აღევლინა საზეიმო წირვა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა, დიდი მიღწევა და ხსნა იყო ქართული ერის, თავად ეკლესიის: სამღვდელოებისა თუ ერისკაცებისა.

1917 წლის ოქტომბერში რუსეთის ბოლშევიკურმა პარტიამ ვლადიმერ ლენინის ხელმძღვანელობით სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და ხელისუფლება ხელში ჩაიგდო. ამ მოვლენამ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს დამოუკიდებლობისაკენ უბიძგა.

როგორ შეიძლება დღეს სიამაყით არ გავიხსენოთ ქართველი ხალხის დიდი მონაპოვარი, რასაც 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობა ჰქვია, რომელსაც ქართველი ხალხი აღფრთოვანებითა და ზარ-ზეიმით შეხვდა.

საქართველოში შეიქმნა ეროვნული გვარდია, რომელმაც ჩვენი ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად არაერთხელ იხსნა მტრის დაუნდობელი კლანჭებისგან. საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს პირველი დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც ასევე დიდი მონაპოვარია ჩვენი ქვეყნის და ხალხის ისტორიაში. ამ კონსტიტუციამ უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი, როგორც მოქალაქის უფლებების და თავისუფლებების აღიარებასა და დამკვიდრებაში.

1918 წლიდან დღემდე საქართველომ ქართველი ხალხის და ქართული არმიის ზურგზე მრავალი ქარ-ტეხილი გამოიარა, მრავალ გასაჭირს გაუძლო, მრავალი გარე თუ შინაური მტერი მოიგერია და ქართველი ხალხი, კვლავ დამოუკიდებელი, თავისუფალი და მორალურად თუ სულიერად ძლიერი დგას ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე.

დღეს 9 აპრილია, საქართველოსთვის ორი უმნიშვნელოვანესი ისტორიული თარიღი:

  1. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, როდესაც რუსულმა ჯარებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად თბილისში შეკრებილი მშვიდობიანი მომიტინგეები ალესილი ნიჩბებით და მომწამვლელი აირის გამოყენებით დაარბია, რომლის დროსაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი, თუმცა ქართველი ხალხი არც ამან შეაშინა და ...
  2. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და კვლავ იზეიმა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება.

ამ ორი თარიღის სიმბოლურ კავშირს ხაზი გაუსვა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ - ზვიად გამსახურდიამაც, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება