| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დაახლოებით 10 დღის შემდგომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით მიიღებენ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მოლებში, სკოლებსა და ბაზრობებზე ფიქსირდება:
„ეს ყველაფერი დამოკიდებულია აპრილის ეპიდემიურ სიტუაციაზე. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ერთი კვირა, 10 დღე სიტუაციას და მერე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ანუ უქმეები დაანონსებულია, მაგრამ მასშტაბის იქნება უქმეები, რა ფორმატით იქნება ამაზე ჩამოყალიბდება საკოორდინაციო საბჭო და ეცნობება მოსახლეობას.
მოლებსა და სკოლებში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მონაცემი იყო, 1%-ს არ უახლოვდებოდა რიცხვი (ვირუსის)“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ინფიცირების დაბალი მაჩვენებელია ასევე, რელიგიურ დაწესებულებებში და ბაზრობებზე.
ცნობისთვის, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 5-დან 10 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2%-ს და მოსწავლეთა 0,04%-ს დაუდასტურდა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა