სიახლეები
სკოლები

იფარის საჯარო სკოლაში 9 აპრილს, ტრადიციულად, ღონისძიება მიუძღვნეს
12-04-2021
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა და მოსწავლეებმა დაუვიწყარი გმირები გაიხსენეს.
                            
„უკვე რა ხანია, იფარის საჯარო სკოლის ტრადიციად იქცა ყოველწლიურად 9 აპრილისა და 1921 წლის თებერვლის ოკუპაციის დღეების განსაკუთრებული აღნიშვნა. რა თქმა უნდა, სხვა მნიშვნელოვანი თარიღებიც არასდროს გვრჩება ხოლმე ყურადღების მიღმა, მაგრამ ჩვენთვის თითქოს ყოვლად შეუძლებლად იქცა ამ ორი, ურთიერთ მსგავსი მოვლენის, (როგორც ერთი ჯოხის ორი სხვადასხვა თავბოლოს), რაიმე სახის ღონისძიების გარეშე ჩავლა...

შარშან ამ დროს, როდესაც გამძვინვარებულმა პანდემიამ საყვარელი სკოლის კედლებიდან გამოგვდენა და ქვეყანა საყოველთაო ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, იფარის საჯარო სკოლის სახელზე მაინც მოვახერხეთ, ცხრა აპრილს გმირულად დაღუპულ სანატრელ მამულიშვილთა გასახსენებლად ერთი სანთელი დაგვენთო და ერთი სიტყვაც გვეთქვა. დიახ, სწორედ ერთი პატარა სანელი და ერთი პატარა ლექსი იყო ის, რითაც 2020 წლის 9 აპრილს ერთი პატარა გოგონას, ქეთევან კორძაიას ოჯახში არც ისე ურიგოდ აღინიშნა ეს მარად სახსოვარი დღე: - და ვინაიდან იყო 2020 წელი, პანდემია მძვინვარებდა და ყველანი სახლებში ვისხედით, ამ ყოველივეს თქვენთვის მთხრობელი, მე, იფარის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, იმ პატარა გოგონას დედა და იმ პატარა ლექსის ავტორი, ირმა ივანიაძე, უცებ გეახელით სკოლაში (შენობის კარი წინასწარი სატელეფონო შეთანხმებით თანამშრომელმა ღია დამახვედრა) და ისტორიის კაბინეტიდან წამოვიღე გასული, ე.ი. 2019 წლის 9 აპრილის ღონისძიებისათვის სხვა კოლეგა-მასწავლებლების მიერ შექმნილი მასალები. შინ მოსვლისთანავე  სახელდახელოდ, მაგრამ დიდი გულმოდგინებით, დედა-შვილმა წმინდა ხატების გვერდით ერთად მოვაწყეთ ამ დღისთვის განკუთვნილი მოკრძალებული კუთხე, სადაც უკვე ის პატარა გოგონა, მე-3 კლასელი ქეთო, 9 აპრილის ანგელოზებს სანთლებს უნთებს და უძღვნის იმ ლექსს - „რძისფერი მთვარე“
                                             
                                 რძისფერი მთვარე ეკიდა ცაზე,
                                 შენ წერდი წერილს, არ ვიცი, რაზე,
                                 შენვე იმღერე ტანკის მოსვლამდე
                                 ლადოს ლექსები სევდიან ხმაზე.

                                 ღვთისმშობელ დედას სანთელს უნთებდი,
                                 ამბორს უყოფდი ცხრა ძმათა დედას,
                                 თბილისშიცა და თბილისთან ახლოს
                                 ამორძალივით მტერს სცემდი ბნედას!...

                                 თითქოს ბაძავდი მარო მაყაშვილს,
                                 თითქოს გინდოდა სიკვდილი მწარე,
                                 ნიჩბის ქვეშ წმინდა სისხლი დაღვარე,
                                 წითლად შეღებე რძისფერი მთვარე...

                                 ცხრამეტი არის დღეს სურწყუნისი
                                 თუ ცხრა აპრილი დგას ივნისამდე...
                                 - წლების შემდგომაც არს მარადისი
                                 სიცოცხლე თქვენი, უკუნისამდე!...

წელს კი, უკვე 2021 წელს, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის ე.წ. მესამე ტალღა გვიტევს, ჩვენ ამჯერად, საბედნიეროდ, სკოლის კედლებში ვიმყოფებით და აქ, ჩვეულებისამებრ, ყველანი კვლავ ერთად ვახსენებთ 9 აპრილის დაუვიწყარ გმირებს. საქმემ, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იფარის საჯარო სკოლის ტრადიციად იქცა, თავისი უშუალო გამოვლინებაც ადვილად ჰპოვა და მე-6 კლასელმა მარიამ პირველმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა წერილით, საიდანაც ერთობ ცხადად ჩანდა, რომ მას უკვე ამ ასაკში საკმაოდ კარგად ჰქონდა გაცნობიერებული 1989 წლის 9 აპრილის ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობა..., იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლაც...

იყო, რა თქმა უნდა, სიმღერა „ტიტებიც“ და იყო ახლა უკვე მე-4 კლასელი ქეთოს მიერ წაკითხული ჩვენთვის ნაცნობი ლექსიც, რომელსაც აწი, ქეთო ან მისი კლასელი ნინო, ან კიდევ სხვა, ალბათ, სიმბოლურად ყოველ წელიწადს წაიკითხავენ და ასე აღნიშნავენ 9 აპრილს; წაიკითხავენ იმ დიდი იმედით, რომ ეკასაგან და თამრიკოსაგან განსხვავებით ისინი სკოლას დაამთავრებენ... იმ ღრმა სასოებით, რომ მარო მაყაშვილისაგან განსხვავებით, ცხოვრების ასპარეზზე გასულებს მტრის ტყვია არსად გააციებთ...რომ ისინი გახდებიან ბედნიერი დედები და მამები და თავიანთ შვილებს აუცილებლად დაარქმევენ: ეკას, თამრიკოს, ნათიას, ელისოს, მამუკას, აზას, მანანას, თამუნას, თინას, გიას, მარინეს, თამარს, ნინოს, ვენერას, ნოდარს, ზაირას, ნანას, ნატოს, მზიას, შალვას, კვლავ თამუნას, ასევე მაროს და სხვა...“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სამინისტრომ მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა - დეტალები 

განათლების 13 მინისტრიდან უმრავლესობა იურისტია, ნაწილი ფილოსოფოსი  და გვყავს ნამინისტრალი ინჟინერ-ჰიდრომშენებელიც

კონკურსს საუკეთესო ათეულიც ჰყავს, სადაც უკვე 80 ნიჭიერი, გამორჩეული და საქმეზე შეყვარებული პედაგოგია გაერთიანებული

თბილისის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა - დეტალები

მშობლებს სკოლიდან შეტყობინებები დაეგზავნებათ - რა ინფორმაციის მიიღებთ მოსწავლეების შესახებ და როგორ უნდა ისარგებლოთ ახალი აპლიკაცით 

პიროვნება

„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“ 



სკოლები

პირველკლასელებმა მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს


 

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


დღეს გაგიზიარებთ 5 რჩევას, როგორ მიიღოთ ეფექტური უკუკავშირი მოსწავლეებისგან 

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება