სიახლეები
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბი „შემოქმედი“ ფუნქციონირებს
12-04-2021
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი „შემოქმედი“ წლების განმავლობაში მრავალ საინტერესო ღონისძიებას ატარებს.  კლუბი 2016 წელს დაარსდა ქართული ენისა დალიტერატურის პედაგოგის, მზია ბაიდოშვილის ინიციატივით და ხუთი წლის განმავლობაში თავდაუზოგავ შრომას ეწევა, რომ აღძრას მოსწავლეებში წიგნის მიმართ ინტერესი და სიყვარული.

„კითხვის მოყვარულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ პირველი ქართული წიგნი ჯერ კიდევ 1629 წელს დაიბეჭდა ქალაქ რომში და ეს იყო '„ქართული ანბანი ლოცვებითურთ'', რაც ჩვენთვის დიდ სიამაყეს წარმოადგენს. 1686 წელს მოსკოვში ჩასულმა არჩილ მეფემ პირველი ქართული სტამბა დააარსა, სადაც დაიბეჭდა „დავითნი'', სულის მასაზრდოებელი სწავლებანი. 1709 წელს კი ვახტანგ მეექვსემ საქართველოში დააარსა სტამბა  და ქართულ სტამბაში პირველ წიგნად „სახარება'' დაბეჭდეს. მოგვიანებით, 1712 წელს აქვე გამოიცა პირველად „ვეფხისტყაოსანი'' (11000-დან 21 ცალია შემორჩენილი). აქვე აღვნიშნავ, რომ  1653 წელს ივანე მეოთხის ბრძანებით მოსკოვში დაიწყო პირველი რუსული სტამბის მშენებლობა, სადაც დაიბეჭდა პირველი წიგნი „მოციქულთა''.

თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ყოველი პირველი გამომცემლობა სასულიერო ლიტერატურაა, რაც მიუთითებს სულისთვის მზუნველობის უპირველესობას, მთავარ ღირებულებას და საჭიროებას. კაცობრიობის ისტორიის განვითარების კვალდაკვალ სხვადასხვა წლებში გრძელდებოდა გამომცემლობების დაარსება, რომელთა მიზანს შეადგენდა ერის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი სამსახურის გაწევა: საზოგადოებისთვის წიგნის მიწოდება, რომელიც უკვე მსოფლიო ლიტარატურას მოიცავდა და გაფარდოვდა მისი თემატურობა. 

წიგნი - „მოგონება ნადეჟდა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძისადან" ვიგებთ, როდესაც ყვარელში იმართებოდა სახალხო დღესასწაულები, ყველა შემოსული თანხა და სხვა მატერიალური შემოწირულობა იური ჭავჭავაძისა და მისი მეუღლის მეშვეობით „სახალხო სახლისათვის" და ილია ჭავჭავაძის სახელობის სამკითხველოსთვის გროვდებოდა. მათი დამსახურებით შეიქმნა კახეთში მეორე სამკითხველო, რომელიც მწერლების სურათებითა და უამრავი წიგნებით გააწყვეს.

რა არის წიგნი? ოფიციალური განმარტებით: „წიგნი — ინფორმაციის მნიშვნელოვანი საშუალებაა, ცოდნის გავრცელების, განათლებისა და აღზრდის იარაღი". სწორედაც, აღზრდის იარაღი! დამეთანხმებით, ადამიანი რა სწავლულიც არ უმდა იყოს, ფუჭია მისი განათლება, თუკი არ გააჩნია სულიერი და პიროვნული აღზრდა, მაღალი ადამიანური ღირებულებები! და ვინ გვახედებს ადამიანის პიროვნულ და სულიერ სიღრმეებში? წიგნი! აქ ჩნდება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საჭიროება: წაკითხულის გააზრება, მიღება, გათავისება, სასარგებლოდ გამოყენება და გაზიარება: მეტად საჭიროა ადამიანმა საკუთარი შთაბეჭდილებები, ემოციები, აზრთა მსვლელობა გაუზიაროს საზოგადოებას და ჩაერთოს  დისკუსიაშიც კი, განსაკუთრებით თუკი ეს მოზარდ ახალგაზრდობას შეხება.

ამ დიად მიზნებს ემსახურება ყვარლის მეორე საჯარო სკოლის  მკითხველთა კლუბი „შემოქმედი'', რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს დაარსდა ქართული ენისა დალიტერატურის პედაგოგის, ქალბატონ მზია ბაიდოშვილის ინიციატივით და ხუთი წლის განმავლობაში თავდაუზოგავ შრომას ეწევა აღძრას მოსწავლეებში სიყვარული და ინტერესი წიგნის მიმართ მთელი თავისი მრავალფეროვანი იდეებითა და მიზნებით.

ამ წლების განმავლობაში მრავალი საინტერსო ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა კლუბის მიერ: 5 თებერვალი -  საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე, რომელიც აღინიშნა 100-ზე მეტ ქვეყანაში. ამ დღის ინიციატივას შეუერთდა ყვარლის მუნიციპალიტეტიც და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის დარბაზში შეკრებილი საზოგადოების წინაშე „შემოქმედის'' წევრებმა წაიკითხეს ამონარიდები ილიას ჭავავაძის ნაწარმოებებიდან, ასევე, მწერლის პირადი და პუბლიცისტური წერილები.
ღონისძიება მაშინ  წარმართა კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პოეტმა, ქალბატონმა იზოლდა იოსებიანმა. ღონისძიების დასასრულს კი  სიტყვით გამოვიდა კახეთის სამხარეო გუბერნატორი, ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი, რომელმაც ისაუბრა წიგნის კითხვის აუცილებლობაზე ინტელექტის ამაღლების მიზნით; მკითხველთა კლუბმა განიხილა ნოდარ დუმბაძის რომანი „თეთრი ბაირაღები.'' მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც გაშუქებულია ნაწარმოებში. ყურადღება გაამახვილეს საკვანძო საკითხებზე; კლუბის ღონისძიებებს ესწრებოდნენ ის მოსწავლეებიც, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ წაკითხული ნაწარმოები, მაგრამ ნაწარმოების განხილვის შემდეგ გამოხატეს წაკითხვის სურვილი და ინტერესი.

როგორც მწერალი გურამ დოჩანაშვილი იტყოდა, მათ წინ ელოდათ წაკითხვით მიღების დიდი ბედნიერება; ილია ჭავჭავაძის კვირეულის ფარგლებში აქტიურად განაგრძობდა მუშაობას „შემოქმედი''. ღონისძიებაზე „ილიას ცხოვრება და მოღვაწეობა'' ისაუბრეს ილიას ყრმობაზე,  სიჭაბუკეზე,  სტუდენტობის წლებზე,  პირად წერილებზე, ღვაწლზე, არტურ ლაისტისა და უორდროპების ილიასთან ურთიერთობაზე, მწერლის მისწრაფებებზე ევროპისაკენ და  ილიას მუხანათურ მკვლელობაზე. ამ დღეს ნახეს ფრაგმენტები ილია ჭავჭავაძის მოთხრობებზე შექმნილი ფილმებიდან. დასასრულს,  მონაწილეებმა დიდი პატივისცემით შეასრულეს ილია ჭავჭავაძის ლექსები და ლექსებზე შექმნილი სიმღერები. მოსწავლეები უკეთ გაეცვნენ ისეთ დეტალებს ილიას ცხოვრებიდან,  რომლებიც მათთვის მანამდე უცნობი იყო; კლუბმა განიხილა  წიგნი „ანა ფრანკის დღიური''. დიდი ინტერესითა და გულმოდგინებით იმსჯელეს წიგნის მთავარ საკითხებზე - ომის საშინელებაზე და ადამიანურ ურთიერთობებზე; მკითხველთა კლუბმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში უმასპინძლა ახალგაზრდა  პოეტს გიორგი ზუბიტაშვილს.  პოეზიის საღამომ მეტად თბილ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა. ახალგაზრდებმა უკეთ გაიცნეს „მთის პოეტი'' და მასთან მეგობრობის სურვილი გამოხატეს; პოეზიისადმი სიყვარულის მიზნით განუხორციელებიათ პოეზიის საღამო „ჩემი საყვარელი ერთი ლექსი''; განუხილავთ ჯეინ ოსტინის წიგნი „სიამაყე და ცრურწმენა''; მოსწავლეებს შეუქმნიათ ხელნაკეთი ალბომი ყურბან საიდის პოპულალური აზერბაიჯანული რომანის მიხედვით  „ალი და ნინო''. მოგეხსენებათ, რომანში მოთხრობილია აზერბაიჯანელი არისტოკრატული შთამომავლობის ჭაბუკ, ალი შირვანშარისა და ქართველი თავადის ასულის, ნინო ყიფიანის სასიყვარულო ისტორია. გაუმართავთ დისკუსია თემაზე - „ქორწინება სხვდასხვა რელიგიის ადამიანებს შორის'', განუსახიერებიათ  ეპიზოდები ამავე ნაწარმოებიდან. აქვე აღვნიშნავ, კლუბი ჩართული იყო პროექტში  „თავისუფალი გაკვეთილები'', ხოლო 2018 წელს მიიღო მონაწილეობა  კონკურსში, სადაც მოიპოვა გამარჯვება და ფულადი პრიზით დაჯილდოვდა; ასეთი უჩვეულო აქტივობაც ჰქონიათ - „სცენა მასწავლებლის და მოსწავლეების საუბრიდან''; შეუქმნიათ გალერეა, მოუმზადებიათ ილუსტრაციები მოსწავლეების თვალით დანახული საინტერესო ეპიზოდებით.

მკითხველთა კლუბის წევრებმა დასვეს ერთ-ერთი მთავარი კითხვა - წიგნი თუ კომპიუტერი? მკითხველთა კლუბის გახსნის უმთავრეს მიზნად ქალბატონმა მზიამ სწორედ ის დაისახა, რომ მოსწავლეებში გააღვიძოს წიგნისადმი სიყვარული. წიგნი ეს ერთადერთია და მას ვერასოდეს ვერაფერი  შეცვლის! „შემოქმედის'' მიერ სხვადასხვა წლებში განხორცილებეული საქმიანობა, რომელიც მე სრული სახით ვერ წარმოვადგინე, დასტურია იმისა, თუ რაოდენ აუცილებელია ასეთი კლუბების არსებობა საქართველოს მასშტაბით. დიდი მადლობა ქალბატომ მზიას, კლუბის აქტიურ წევრებს - მარიამ ავაზაშვილს, თეკლა ჭუნიაშვილს, სოფო მამულაშვილს, თამუნა ქორთიევს, გუგა ტატურაშვილს და ყველა იმ მოსწავლეს, რომლებმაც ფასდაუდებელი შრომა გასწიეს და ახლაც ეწევიან მოსწავლე ახალგაზრდობის წინაშე!"- გვიამბობს რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ეკატერინე ავაზაშვილი.


იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„დასუფთავების აქცია მოსახლეობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა“,- ამბობენ სკოლაში
სპექტაკლი გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, საოცარი დეკორაცია, რომელიც თავს აფხაზეთის სანაპიროზე გაგრძნობინებდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
საზოგადოება