| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის, დაშტაფის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს მიეძღვნა. დაშტაფის საჯარო სკოლა ზედმიწევნით იცავს არსებულ პროტოკოლს და სწორედ აქედან გამომდინარე, ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება; თუმცა ამ შეზღუდვას ხელი არ შეუშლია დაშტაფის სასკოლო საზოგადოებისთვის, კიდევ ერთხელ, გამოეხატათ საკუთრი დამოკიდებულება 1989 წლის 9 აპირილსადმი და გაეხსენებინათ თავისუფლებას შეწირული გმირები.
შეხვედრის ინიციატორი გახლდათ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნატო სამხარაძე, რომელმაც ისტორიის პედაგოგის, გულარა ადიგოზალოვა-ქერიმოვას მხარში დგომით, ადგილობრივ მოსწავლეებთან ერთად, გაიხსენა 9 აპრილი, ტრაგიკული მოვლენები და თავდაუზოგავი ბრძოლა თავისუფლებისთვის.
დაშტაფის სკოლაში გამართულ შეხვედრაზე იყო ბევრი ემოცია, ჩუმი ცრემლი და მრავალი მადლობა თავისუფებისთვის.
იხილეთ შეხვედრის ვიდეოჩანაწერებიეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“