სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია სკოლაში“ - ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
08-04-2021
-
+


„ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია სკოლაში“ - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისა და მე-10 კლასის ერთობლივი მუშაობით პროექტი განხორციელდა. მოსწავლეებმა 7 აპრილი ორმაგად აღნიშნეს. მათ ყველას მიულოცეს ხარების დღესასწაული, პროექტი კი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს მიუძღვნეს.

„7 აპრილს ქართული მართმადიდებლური ეკლესია ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს, ხოლო მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ბანოჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „ნორჩი დემოკრატები“ ყველა მართლმადიდებელს ულოცავს ამ რელიგიურ თარიღს და ყველა ადამიანს უსურვებს ჯანმრთელობას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 1948 წლის 7 აპრილს დაარსდა, რომელიც ყოველი წელს ცდილობს, რომელიმე ერთი დაავადების შესახებ მოსახლეობაში ცნობიერება აამაღლოს და ჯანდაცვის პრობლემებს საერთაშორისო ყურადღება მიაპყროს.  

წლევანდელი ჯანმრთელობის მსოფლიო დღე კი ფოკუსირებულია ადამიანის ჯანმრთელობის ყველა უფლებაზე.
სამოქალაქო კლუბისა და მე-10 კლასის ერთობლივი მუშაობით დაიგეგმა და განხორციელდა პროექტი „ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია სკოლაში“, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სპორტული და მხიარული აქტივობები: მკლავჭიდი, ცეკვა სკამების გარშემო, თოკის გაწევა და სხვა.

სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნინო წილოსანმა მადლობა გადაუხადა სასწავლო საზოგადოებას და ღონისძიების ხელმძღვანელს ნინო კახნიაშვილს ჯანსაღი თანამშრომლობისა და შესანიშნავი ღონისძიების ჩატარებისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება