სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია გავამხნევოთ და გვერდით დავუდგეთ კოლეგებსა და მოსწავლეებს“ - ქოსალარის საჯარო სკოლის დირექტორი აინა გარაგაშევა
07-04-2021
-
+


რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რას ეტყოდა კოლეგებს - ამ საკითხებზე etaloni.ge თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქოსალარის საჯარო სკოლის დირექტორის აინა გარაგაშევას მოსაზრებებს გთავაზობთ:

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?


 - ჩემი აზრით მხოლოდ ეროვნული გამოცდები არ ასახავს მოსწავლის ცოდნის დონეს. ვინაიდან მოსწავლე 12 წელს ატარებს სკოლაში აუცილებელია გათვალისწინებული იყოს საშუალო შეფასება.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- აბიტურიენტებს ვურჩევდი პირველ რიგში პროფესია შეარჩიონ არა პრესტიჟის და სხვაზე მიბაძვის გზით, არამედ მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით. რაც შეეხება დარჩენილ პერიოდს, მაქსიმალურად მოახდინონ ფოკუსირება გამოცდებისათვის. აკონტროლონ ემოციური ფონი, დაარწმუნონ საკუთარი თავი რომ ხელი არაფერზე ჩაიქნიონ და ირწმუნონ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ ?

- რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ საზოგადოების ის ნაწილი უნდა ჩაერთოს, ვინც კომპეტენტური და გამოცდილია შესაბამის სფეროში.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში ?

- რა თქმა უნდა, როგორც ყველა ინოვაციას და სიახლეს ამასაც მივესალმები, მაგრამ სამწუხაროდ არსებობს დიდი „მაგრამ“.. სანამ სავალდებულო გახდება მანამდე იქნებ სამინისტრომ იზრუნოს სკოლების ინტერნეტით უზრუნველყოფაზე, რადგან მოსახერხებელი იყოს ჟურნალის გამართული მუშაობა.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ?

- კოლეგებო თუ გჯერათ რომ ღამეს მოსდებს დღე და სიბნელეს სინათლე, ესეც მალე გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია ძლიერად დავდგეთ გავამხნევოთ და გვერდით დავუდგეთ კოლეგებსა და მოსწავლეებს. დავიცვათ და ყოველდღიურად გავატაროთ დაწესებული ღონისძიებები და გწამდეთ რომ ყველაფერს შევძლებთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება