სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მე რომ სრულწლოვანი გავხდები“ - კალის საჯარო სკოლის კლუბმა საინტერესო პრეზენტაცია გამართა
07-04-2021
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში სასკოლო კლუბმა „აქტიური მოქალაქე“, რომელიც დაარსდა ამავე სკოლის VIII კლასის მოსწავლეთა ინიციატივით, წარმოადგინა პრეზენტაცია სახელწოდებით „მე რომ სრულწლოვანი გავხდები...“.

იგი კომპლექსურ დავალებად მიცემული და VIII კლასის მოსწავლეების: მარინა მარგველანის და სალომე ხარძიანის მიერ განახორციელებული კვლევის შეჯამებას წარმოადგენდა.

კვლევაზე მუშაობის პროცესში, რომელიც არჩევნების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებაზე ჩატარდა, მოსწავლეებმა რესპონდენტებად ჩართეს თემის წევრები; მათგან ინფორმაცია შეკრიბეს კვლევის რაოდენობრივი (კითხვარი) და თვისობრივი (სიღრმისეული ინტერვიუ) მეთოდებით; შეკრებილი ინფორმაცია დააჯამეს ცხრილების, დიაგრამების სახით, გააკეთეს კონტენტ-ანალიზი და კვლევის შედეგეზე დაყრდნობით გააკეთეს პრეზენტაცა.

პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა მოიწვიეს თემის წევრები და თავადვე უზრუნველყვეს მათი დასწრება, რადგან პრეზენტაციის მიზანი კვლევის შედეგების გაცნობის გარდა იყო, რომ:

·         მოსახლეობა დაერწმუნებინა, რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობის მიღება დემოკრატიულ საზოგადოებაში;

·         გაეზარდათ მომავალ არჩევნებში მოსახლეობის ჩართულობა;

·         აეხსნათ თემის წევრებისთვის, რატომ არის არჩევნებში მონაწილეობა მოქალაქეობრივი მოვალეობა.

პრეზენტატორმა - მარინა მარგველანმა, რომელიც კლუბის ლიდერია, კვლევის შედეგების შეჯამების შემდეგ ისაუბრა პრეზენტაციის მიზნებზე და მათ მისაღწევ ინტერვენციებზე. აღნიშნა, რომ საზოგადოების ჩართულობის გარეშე შედეგები ვერ მიიღწევა. ყურადღება გაამახვილა მედიის როლზე ამ მიმართულებით.

პრეზენტაციის ბოლოს პრეზენტატორმა ჩამოაყალიბა არჩევნებისადმი საკუთარი დამოკიდებულება სლაიდით „მე რომ სრულწლოვანი გავხდები“.

პრეზენტაციას აგრეთვე დაესწრნენ: სხვა კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის დირექცია.

კვლევის ანალიზმა და პრეზენტაციამ დამსწრეთა მხრიდან მოწონება და მაღალია შეფასება დაიმსახურა.

კვლევის ხელმძღვანელი - კლუბის მეურვე და ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გიორგი ტერუნაშვილი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება