სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდა
24-11-2017
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების პროგრამას ახორციელებს, რომლის საფუძველზეც, მოსწავლეებს საშუალება აქვთ მოსინჯონ სხვადასხვა პროფესია, დაეუფლონ და განავითარონ საჭირო საბაზო უნარები. პროგრამა საშუალებას აძლევს საგანმანათლებლო დაწესებულებებს გაერთიანდნენ და თანამშრომლობის გზით, მოსწავლეების სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადონ.

ტანსაცმლის მოდელირებასა და სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებულ შრომითი უნარების კურსს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში დაესწრო და კურსის შესახებ მოსწავლეთა აზრი მოისმინა.

პროექტი ემსახურება სკოლის მოსწავლეებში პროფესიული პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციას. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში ამ ეტაპზე საჯარო სკოლების VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები არიან ჩართულნი.

მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების კურსების განხორციელებისათვის, კონკურსის საფუძველზე შეირჩა 200 პროექტი, რომლებიც 138 საჯარო სკოლაში განხორციელდება. შესაბამისად, შრომითი უნარების განვითარების გაკვეთილებში/კურსებში 3306 მოსწავლე ჩაერთვება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება