სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სატელევიზიო ტიპის რა? სად? როდის? ჩატარდა
18-11-2017
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ინიციატივითა და ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაშების მონაწილეებმა ძალები სატელევიზიო ტიპის - რა? სად? როდის? - ტურნირში მოსინჯეს.

შეჯიბრში ხუთი გუნდი მონაწილეობდა, რომელთა კაპიტანებმაც საკუთარი გუნდები თამაშზე დარეგისტირებული 25 მონაწილით დააკომპლექტეს.

ინტელექტუალური თამაში ბლიცის, სუპერბლიცის, შავი ყუთისა და სტუმრის ბლოგის რაუნდებით წარიმართა. თამაშს საპატიო სტუმრის ამპლუით საქართველოს ინტელექტკლუბის წევრი, ბროლის ბუს მფლობელი, ფილოსოფოსი - ანდრო სოლოღაშვილი, პრაიმ აუდიტის დირექტორი - ამირან კილაძე, ისტორიკოსი იოსებ შენგელია და კსუ-ს ბიბლიოთეკის წარმომადგენელი - ირმა გორდულაძე ესწრებოდნენ. სტუმრები აქტიურად ჩაერთნენ გამარჯვებულის გამოვლენაში, მათ მოთამაშე გუნდებს შეკითხვები დაუსვეს.

18  ნოემბერს გამარჯვება საბოლოო შედეგით - 6:0 -  მალხაზ ქაქუთიას ექვსეულმა შემდეგი შემადგენლობით მოიპოვა: ეთო ხანჯალიაშვილი, გიორგი გვილია, მარიამ ხოჯავა, თათია კვანტალიანი და ავთო სამხარაძე. ეს უკანასკნელი ამავდროულად თამაშის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.

შეჯიბრის რედაქტირება და ინტელექტუალური თამაშის ორგანიზება კსუ-ს სტუდენტებმა - ბაკურ ხუბულავამ და ჯემალ კონცელიძემ უზრუნველყვეს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება