| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შუახევის მუნიციპალიტეტის, ჟანივრის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს. სასკოლო საზოგადოება ზედმიწევნით იცავს ყველა არსებულ რეგულაციას - იყენებენ პირბადეს, სკოლა აღჭურვილია დეზობარიერებით, ელექტროთერმომეტრებით... და ასე ზრუნავენ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე.
მოსწავლეები კი არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში არიან ჩართულები და ამას მოწმობს კონკურსი სახვით ხელოვნებაში.
საკონკურსო თემა „9 აპრილი“ გახლდათ და მასში მონაწილეობდნენ ჟანივრის საჯარო სკოლის მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები. შეფასდა არაერთი ნამუშევარი, რომელთა გასაფერადებლად ბავშვებმა გამოიყენეს გუაში. ჟანივრის საჯარო სკოლა წარმატებებს უსურუვებს ყველა მოსწავლეს.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“