სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილ შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტში პირველი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
21-11-2017
-
+


„დაისახე დიდი მიზნები“ - ენდრიუ კარნეგის ეს ცნობილი ფრაზა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის - USACA დევიზად იქცა, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის თვეში, უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა.

შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსიტუტის პირველ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას - „ენდრიუ კარნეგის საერთაშორისო მემკვიდრეობა: თანამედროვე მსოფლიოს ფორმირება” - კსუ-ს  ხელმძღვანელობა, პროფესორ-მასწავლებლები, აშშ-ს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და კულტურული ატაშე, განათლებისა და მეცნიერების, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე საპატიო სტუმრის ამპლუით დავით სარაჯიშვილის შთამომავალი ზაალ სარაჯიშვილი და კონიაკის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი დავით აბზიანიძე, საქართველოში მოღვაწე ამერიკელი და ქართველი ბიზნესმენები იმყოფებოდნენ.

კონფერენციაზე USACA-ს წარმომადგენლებმა ფართო აუდიტორიის წინაშე ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორებიცაა: „კარნეგის უმნიშვნელო ბარიერი“, „ფოლადის მამის ეპოქა - ახალი ეტაპი შეერთებული შტატების ისტორიაში“, „ამერიკელი კარნეგისა და ქართველი ილიას როლი განათლებასა და სამშვიდობო პროცესებში“ და ა.შ.

შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება დიდი მეცენატ-ბიზნესმენის ენდრიუ კარნეგის დაბადებიდან 182 წლისთავს მიეძღვნა.

კსუ-ს ბაზაზე შექმნილი შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტი - USACA მიზნად ისახავს შეერთებული შტატებისა და კანადის ცნობადობის დონის ამაღლებას საქართველოში, ასევე კონცენტრირებულია სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა და ამავე პროფილის სხვადასხვა ინსტიტუტთან თანამშრომლობაზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება