| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, დაბლაციხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად, არსებული პროტოკოლის სრული დაცვით მიმდინარეობს; მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში იღებენ მონაწილეობას და გარემოსდაცვით პროექტებშიც არიან ჩართულები.
გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის, გარემოსდაცვის ინფორმაციისა და განათლების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ, დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდს „მწვანეთა სამყაროს“ და მათ პედაგოგს - მაია ჩხიკვაძეს გადასცა სერტიფიკატი გაწეული მუშაობისთვის.
დაბლაციხის საჯარო სკოლის დირექტორმა, ერეკლე ჯიქიამ კი მაია მასწავლებელს, ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის, ჯილდოდ, პრემიის სახით, გადასცა მინიმალური თანხა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“