სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პატარებმა უკვე იციან, რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი“ - ბათუმის N18 სკოლის მოსწავლეებთან ექიმმა საინტერესო შეხვედრა გამართა
02-04-2021
-
+


ბათუმის N18 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით ექიმი მიიწვიეს. ექიმმა ლუიზა ფალავანდიშვილმა მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესზე ესაუბრა, აუხსნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას, სწორ კვებასა და ჰიგიენას. მოსწავლეები ინტერესით ისმენდნენ ექიმის საუბარს.

„ე ქ ი მ ი ს პროფესია არის ყველაზე საპასუხისმგებლო ისევე, როგორც აღმზრდელ-პედაგოგის, იგი 24-საათიან შრომას, მუდმივ განვითარებასა და ულევ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ თუ ავადმყოფსა და ექიმს შორის სიყვარული და თანაგრძნობა არ სუფევს, ექიმობა ამ შემთხვევაში უსარგებლოა! და მაინც, ვინ უნდა იყოს ექიმი I რიგში ადამიანი, რომელსაც აქვს სხვა ადამიანის პრობლემების წვდომის ინსტიქტი და უკმარისობის განცდა, რომ ჯერ ისევ არ იცის ყველაფერი. ჩვენ დღეს სწორედ ასეთი ქალბატონი - ლუიზა ექიმი - ლუიზა ფალავანდიშვილი მოვიწვიეთ სტუმრად, რომელმაც ჩემს პატარებს მათთვის გასაგებ ენაზე ესაუბრა.

გინდა ჯანმრთელი იყო? დაიმახსოვრე 10 ოქროს წესი, რომელიც დაგეხმარება მთელი ცხოვრების მანძილზე. ჩემმა პატარებმა უკვე იციან, რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი, რას გულისხმობს პირადი ჰიგიენა სუფთად და ამინდის შესაბამისად ჩაცმას; საკლასო ოთახის ხშირ განიავებას; საპირფარეშოდან გამოსვლამდე ხელების დაბანას, გამართულად და სწორად სხდომას მერხებთან; მძიმე ჩანთის სწორად ტარებას.

მივედით დასკვნამდე, რომ ვიკვებოთ გემრიელად და სასარგებლოდ; გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას; გრიპით ავადდება ის, ვინც არ იცვამს ამინდის შესაბამისად; ვინც არ ანიავებს შენობას; ვინც ხშირად არ იბანს ხელებს; ვინც არ მოძრაობს; ვინც ხშირად არ სეირნობს სუფთა ჰაერზე; ვინც არ მიირთმევს ვიტამინებით სავსე პროდუქტებს; ვინც ხალხმრავალ ადგილებში არ ატარებს ნიღაბს.

ექიმი-ქალბატონი ლ უ ი ზ ა გვირჩევს: ვიტამინ C ბევრი ბოსტნეულის ჭამას გაკაჟებას; მოვერიდოთ მასთან კონტაქტს, ვინც აცემინებს და ახველებს, ვიქონიოთ ერთჯერადი ხელსახოცი; მივირთვათ ჟოლოს ჩაი ლიმონით, გამოჯანმრთელებამდე დავრჩეთ სახლში; სკოლის მოსწავლე დღეში საათნახევარს მაინც უნდა უთმობდეს ფიზიკურ მომზადებას; დილაობით ვარჯიშობდეს, ბევრს დადიოდეს ფეხით, თამაშობდეს მოძრავ თამაშებს. ყველაფერი ეს აძლიერებს ჯანმრთელობას, ადამიანს უფრო მოქნილს, ძლიერს, სწრაფსა და ამტანს ხდის და ბოლოს, ჩვენმა მოწვეულმა სტუმარმა პატარები სამახსოვრო საჩუქრებით გაახარა. უღრმესი მადლობა ქალბატონო ლუიზა გვერდში დგომისთვის ჩემი პატარების გახარებისთვის“, - აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ვიდეო

 
 
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება