სიახლეები
სკოლები

თბილისის N106 საჯარო სკოლის ისტორია და საოცარი სასწავლო გარემო
01-04-2021
-
+


ახლა,როდესაც 2021-2022 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, თბილისის N106 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი, ინა მეცხვარიშვილი მოკლედ გვიამბობს სკოლის ისტორიას და იმაზე საუბრობს, რატომაა ერთ-ერთი მოთხოვნადი, ზურაბ იარაჯულის სახელობის, თბილისის N106 საჯარო სკოლა. 

თბილისის N106 საჯარო სკოლას თავისი ისტორია გააჩნია, როგორც ყველაფერს ამ სამყაროში.  ბოლო შვიდი წელია, რაც სკოლა უწყვეტ წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობის ხანას გადის.   სწორედ ამ დროიდან დაიწყო სკოლაში მოსწავლეების რაოდენობის ზრდა, ბოლო 5 წელია, რაც სკოლა 7 პარალელურ პირველ კლასს ხსნის. მრავალფეროვანი სასწავლო გარემო, რომელსაც ქმნის მაღალკვალიფიციური პედაგოგთა გუნდი სკოლის ხელმძღვანელთან ერთად, მშობელთა ნდობას  იმსახურებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სკოლა, თავის რეგიონში, ძალიან მოთხოვნადი გახდა და სახელი გაითქვა ისეთი მნიშვნელოვანი მახასიათებლებით, როგორიცაა: 

უსაფრთხო სკოლის სტატუსი, რომელსაც ცხადყოფს სკოლის მანდატურის სამსახურის შეფასებები. 

სკოლის პროფესიონალი და გამორჩეული კადრები. სკოლაში ამ კუთხით, მართლაც მისაბაძი მდგომარეობაა. პედაგოგებს შორის მაღალი კოლეგიალობაა, ეს კი ნიშნავს, რომ მუდმივი მზადყოფნაა თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების უანგარო გაზიარებისთვის. სკოლის ბაზაზე ასეთი სახის კოლეგიალობაა წინაპირობა სკოლის კადრების პროფესიული განვითარებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა, მთლიანობაში, ეს ყველაფერი აისახება სკოლის პრესტიჟსა და მის შემდგომ განვითრებაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სკოლაში მომუშავე თითოეული ადამიანის, მათ შორის ადმინისტრაციისა და ხელმძღვანელის ერთმანეთისადმი კოლეგიალური დამოკიდებულება პოზიტიური მაგალითია მათი აღსაზრდელებისა და მშობლებისთვის. სწორედ ასეთი წარმატებული შიდა მუშაობის ნაყოფიერი შედეგია ყოველწლიურად პირველკლასელთა მრავალრიცხოვანი ნაკადის შემოდინება სკოლაში და აქედან გამომდინარე ახალი, უძლიერესი კადრების მიღება, მოსწავლეების წარმატებები სხვადასხვა ოლიმპიადებსა და ღონისძიებებში, რომელთა შორისაც აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ქვეყნის ეროვნულ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატება, სადაც ჩვენი სკოლის 11 მოსწავლემ დიდ წარმატებას მიაღწია.

2019-2020 სასწავლო წელს სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა თორმეტმა მე-12 კლასელმა, რომელთა სახელობის ვარსკლავი გაიხსნა სკოლის ეზოში. აღსანიშნავია სკოლაში განხორციელებული და ტრადიციად ქცეული მოსწავლეთა მამოტივირებელი აქტივობები,  მათ შორისაა სკოლის ხელმძღვანელის ინიციატივით წამოწყებული აქტივობა, რომლის ფარგლებშიც ყველა წარჩინებულ მე-12 კლასელს სკოლა თავისი სახელობის ვარსკვლავს უხსნის სკოლის ეზოში.

სკოლის ერთობლივი მონდომებით, გამორჩეული წარმატებები აქვს სკოლას საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ში. ამჟამად სკოლის 24 კლასს „სუპერ კლასის“ ტიტული აქვს მოპოვებული. სკოლამ კი „სუპერ სკოლის“ ტიტული მოიპოვა.

სკოლაში მომუშავე თითოეული ადამიანი ერთობლივი ძალებით და მონდომებით მუდმივად ზრუნავს სწავლის ხარისხის ამაღლებაზე. აღსანიშნავია სკოლის ადმინისტრაციის და უშუალოდ, ხელმძღვანელის დიდი როლი ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილ წარმატებაში. ხელმძღვანელი, რომელიც მუდმივად იმის ფიქრსა და მოქმედებაშია, თუ როგორ შეუწყოს ხელი და მიეხმაროს საკუთარ სკოლას წინსვლაში. 2013 წლიდან, არ გავა ერთი სასწავლო წელი ისე, რომ მან თავის მოსწავლეებსა და პედაგოგებს არ დაახვედროს წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებული სასკოლო გარემო, სკოლის ხარჯებით იხვეწება და ვითარდება სკოლის ინფრასტრუქტურა. 

ეს ყველაფერი არის საფუძველი იმისა, რომ პირველკლასელთა რეგისტრაციის დაწყებისთანავე, სკოლაში არსებული ადგილების რაოდენობა დაუყოვნებლივ ივსება. ამ სასწავლო წელსაც სკოლა, ტრადიციულად, 7 პირველ კლასს ელოდება.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„მასწავლებელთა პრემიები სამინისტროდან არ მოდის... მიმართეთ რესურსცენტრს“ - ოფიციალური განმარტება ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით

„ელჟურნალის სტატისტიკის მონაცემებში დაფიქსირებულია ტექნიკური ხარვეზი“ - როდიდან განახლდება სტატისტიკა

მოთოვს თუ არა ახალი წლის ღამეს -  ამინდის შესახებ სააგენტო გვაფრთხილებს

მინისტრის გადაწყვეტილება ყველა საჯარო სკოლას ეხება - სამეურვეო საბჭოს შემდეგ, ინიციატივას პირდაპირ სამინისტრო განიხილავს

ვინც 2026 წელს სკოლაში მიდის - პირველკლასელებს მანდატურის სამსახური სტანდარტიზებული ინსტრუმენტის გამოყენებით შეაფასებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი თოვლის ბაბუის გამოჩენა გახდა

მოსწავლეებმა წელიწადის ოთხი დრო - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი - სპექტაკლის სახით წარმოადგინეს

საახალწლო ზეიმი იქცა შესაძლებლობად, ერთად გაგვეზიარებინა წლის განმავლობაში დაგროვილი შრომის შედეგები

17 დეკემბერს, სკოლაში ჩატარდა ლიტერატურულ-შემეცნებითი საღამო სახელოწოდებით - „ფიროსმანი“

მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება მაყურებლების წინაშე ქართულ და სომხურ ენებზე

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება