სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზესტაფონის N4 სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში - „ფრანკოფონია-2021“ საპრიზო ადგილები მოიპოვეს
01-04-2021
-
+


ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ფრანკოფონია-2021“-ის კონკურსში პირველი და მესამე ადგილი მოიპოვეს. როგორც ზესტაფონის N4 სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელმა ნატალია ყიფშიძემ etaloni.ge - სთან საუბრისას აღნიშნა, ფრანგული ენის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლა ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ პროექტებსა და კონკურსებში.

„მიმდინარე წელს გავიმარჯვეთ „ფრანკოფონია-2021"-ის კონკურსში. საქართველოს მასშტაბით დავიკავეთ I და III ადგილები. მე-5 კლასის მოსწავლე ანატასია კირკიტაძემ შექმნა ვიდეორგოლი - „მადაგასკარი“ და გახდა პირველი ადგილის მფლობელი. ხოლო მარიამ ქიმაძემ შექმნა ბროშურა და დაიკავა მე-3  ადგილი. 

„ჩვენს სკოლაში ფრანგული ენისადმი ძალიან დიდი ინტერესია. ყოველწლიურად მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობენ და საპრიზო ადგილებსაც ხშირად ვიკავებთ. ყოველ წელს საფრანგეთის საელჩო და ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაცია, ინსტიტუტი აღნიშნავს ფრანგული ენის დღეს და მარტში ტარდება ხოლმე სხვადსხვა ღონისძიებები.

ერთ-ერთი ასეთ კონკურსი იყო „ფრანკოფონია-2021“, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. ჩვენ 8-13 წლის ასაკობრივ ჯგუფში გავაგზავნეთ რამდენიმე ნამუშევარი და საქართველოს მასშტაბით დავიკავეთ I და III ადგილები. მე-5 კლასის მოსწავლე ანატასია კირკიტაძემ შექმნა ვიდეორგოლი „მადაგასკარი" და გახდა პირველი ადგილის მფლობელი. ხოლო მარიამ ქიმაძემ შექმნა ბროშურა და მე-3 ადგილი დაიკავა.

ძალიან მიხარია ჩვენი მოსწავლეების წარმატება, ერთი მხრივ ეს ხელს უწყობს მოსწავლეებში მეტი მოტივაციის გაჩენას, ფრანგული ენის პოპულარიზებას და მეორე მხრივ კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა კონკურსებში", - გვითხრა ფრანგული ენის უფროსმა პედაგოგმა ნატალია ყიფშიძემ.

პედაგოგმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ სკოლა მაქსიმალურად უწყობს ხელს მოსწავლეების ფრანგული ენის პოპულარიზაციას. 

„ვფიქრობ, პედაგოგთა კარიერული წინსვლა, არა მხოლოდ მის განვითარებაზე აისახება არამედ ბავშვებზეც. ამასთან, ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ სკოლის ადმინისტრაცია ძალიან გვიწყობს ხელს ფრანგული ენის პოპულარიზაციასა და განვითარებისთვის რაც ბავშვებზეც აისახა. ვინაიდან სულ უფრო მეტ მოსწავლეს სურს ფრანგული ენის სწავლა, რაც, თავის მხრივ, ჩემს მოტივაციაზეც აისახება. პედაგოგისთვის იმაზე კარგი არაფერია, ვიდრე მოსწავლის წარმატება და მადლიერი მშობელი. ამაზე მეტი მოტივაცია მასწავლებლისთვის არ არ არსებობს“, - გვითხრა ნატალია ყიფშიძემ. 

იხილეთ ვიდეო

,,მადაგასკარი"

იხილეთ ბროშურა

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება