| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მცხეთის N2 საჯარო სკოლაში პროექტი „სამართლებრივი კულტურა“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 31 მარტს IX კლასელებთან პირველი გაკვეთილი ჩაატარეს სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ანა იმერლიშვილმა და სამართალდამცავმა - პოლიციის მაიორმა - დიანა დემტრაშვილმა. გაკვეთილის თემა ბავშვთა უფლებების დაცვა იყო.
ბავშვები ინტერესით ისმენდნენ პედაგოგისა და პოლიციელის განმარტებებს, გამოთქვამდნენ საკუთარ აზრებს ადამიანის უფლებებზე, სვამდნენ აქტუალურ შეკითხვებს.
გაკვეთილები სემესტრის ბოლომდე გაგრძელდება. მოსწავლეებს მრავალი საინტერესო თემის განხილვა მოუწევთ, რაშიც მათ პედაგოგი და სამართალდამცავი დაეხმარებათ.
პროექტი ხორციელდება საქართველოში ორგანიზაცია PH International-ის ფილიალის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების პარტნიორობით.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“