მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლე ილია ცხვედიანმა izrune.ge -ს მარტის შემაჯამებელი ტესტი ბრწყინვალედ გაიარა
01-04-2021
დაკოპირებულია
-
+
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ილია ცხვედიანმა izrune.ge -ს მარტის შემაჯამებელ ტესტში 100 ქულა მოიპოვა და ოქროს დიპლომი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.