ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მამარდაშვილს izrune.ge -ს მარტის შემაჯამებელ ტესტში ბრწყინვალე შედეგი აქვს
01-04-2021
დაკოპირებულია
-
+
ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ მამარდაშვილმა izrune.ge -ს მარტის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და ოქროს დიპლომი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.