სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა
22-11-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში საერთაშორისო კონფერენცია - „განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის და ადამიანის უფლებების სწავლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: პროექტის შედეგები და სამომავლო განვითარების გზები“ გაიმართა.

კონფერენციის გახსნის ღონისძიებას სტრასბურგის დელეგაციასთან და ევროკავშირის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან ერთად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

კონფერენციაზე ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი სამწლიანი პროექტი - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და დემოკრატიული მოქალაქეობისთვის განათლების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში“ შეჯამდა. პროექტის მონაწილე ქვეყნების დელეგატებმა შესრულებული სამუშაოს შედეგები წარადგინეს და სამომავლო მიზნები დასახეს, ასევე, ერთმანეთს პროექტზე მუშაობისას მიღებული გამოცდილება გაუზიარეს.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან - აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან და საქართველოდან. აღსანიშნავია, რომ საქართველო პროექტის ერთ-ერთი აქტიური პარტნიორია. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დემოკრატიული მოქალაქეობის განათლების გაძლიერების მიმართულებით, პროექტის ფარგლებში განახორციელა მთელი რიგი ღონისძიებები: ჩატარდა 100-საათიანი ტრენინგები ევროსაბჭოს ტრენერების მიერ; პრიორიტეტად გამოიყო არა მხოლოდ მოქმედ მასწავლებლებთან მუშაობა, არამედ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა მიენიჭა მომავალი მასწავლებლების კომპეტენციების განვითარებაზე ზრუნვას; დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების მიმართულებით შემუშავდა და გადამუშავდა თორმეტამდე კურსი იმ 9 უნივერსიტეტში, სადაც მასწავლებელთა მომზადების პროგრამები ხორციელდება; შეიქმნა, აკრედიტაცია გაიარა და ამოქმედდა კურსები როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო საფეხურისთვის; შემუშავდა და გამოიცადა სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის პროექტი: მომავალი მასწავლებლების პრაქტიკა სკოლაში დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებების სწავლების მიმართულებით.

პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიული მოქალაქეობისთვის განათლების გაძლიერებას ითვალისწინებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება