თხინვალის საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი ცერცვაძემ izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა
01-04-2021
დაკოპირებულია
-
+
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
მარტის შემაჯამებელი ტესტის წარმატებით შესრულებისთვის მეცხრეკლასელმა ირაკლი ცერცვაძემ ბრინჯაოს დიპლომი დაიმსახურა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.