| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის N1 საჯარო სკოლის ახალი საბიბლიოთეკო სივრცე ხელვაჩაურის რესურსცენტრთან არსებულ კითხვის კლუბის წევრებს მასპინძლობდა.
„Covid-19 პანდემიიდან გამომდინარე, რეგულაციების დაცვით ადგილზე 10 სკოლის წარმომადგენელი იყო, ხოლო ონლაინ ჩართული იყო 21 სკოლის მოსწავლე. მოდერატორები იყვნენ ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგები. განიხილეს გოდერძი ჩოხელის „ადამიანთა სევდა“ და გურამ გეგეშიძის „საყდარი“. ჩხუტუნეთის საჯარო სკოლიდან მონაწილეობდა მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ გამიშიძე და მე-12 კლასის მოსწავლე ანა გვიანიძე.
მადლობა მოდერატორებს და ჩვენს გემოვნებიან მკითხველებს. ძალიან შინაარსიანი და საინტერესო დღე იყო“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის დირექცია მოსწავლეს სიამაყით გვაცნობს და მის წარმატებას გვიზიარებს
„ღრმად გვწამს, მოსწავლეთა წარმატების წარმოჩენა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მათ შემეცნების გზაზე“