| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ბარბარე თოდრია „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის გამორჩეული მონაწილეა.
მოსწავლე საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეთა ათეულში მოხვდა როგორც ქართული ენა და ლიტერატურის, ისე მათემატიკისა და ინგლისური ენის ოლიმპიადებში.
სკოლის დირექტორმა, თენგიზ ოსეფაიშვილმა მოსწავლის ბრწყინვალე წარმატების შესახებ „ეტალონი-მედია“ ჯგუფისგან ოფიციალური წერილი მიიღო.
„გილოცავთ და სიამაყით გაცნობებთ, რომ თქვენი სკოლის მოსწავლემ გამორჩეულ შედეგებს მიაღწია საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ 2026 წლის გაზაფხულის სეზონის საგნობრივ ოლიმპიადებში.
აღსანიშნავია, რომ თქვენი სკოლის მოსწავლის გამორჩეულმა შედეგებმა არა მხოლოდ მისი, არამედ თქვენი სკოლის პოზიტიური საგანმანათლებლო სიძლიერის წარმოჩენასაც შეუწყო ხელი.
ღრმად გვწამს, მოსწავლეთა წარმატების წარმოჩენა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მათ შემეცნების გზაზე. თითოეულის წარმატება კი სკოლის, პედაგოგიური გუნდისა და საგანმანათლებლო სისტემის მხარდაჭერას უსვამს ხაზს, არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტების ფლაგმანი - „ეტალონი“ და მისი პროექტები კი უცვლელი აუცილებელი კომპონენტია მომავალი თაობის ეფექტური მოტივაციისათვის.
„ეტალონის“ საგნობრივი საგაზაფხულო და შემოდგომის ოლიმპიადები, ტრადიციულად, მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მოსწავლეებში კლასების შესაბამისი ცოდნის შემოწმებას, განმტკიცებასა და მოსწავლეთა მოტივირებას. ოლიმპიადები 2026 წლის გაზაფხულზე ოთხი მიმართულებით ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა და ლოგიკური აზროვნება და ზოგადი განათლება. ოლიმპიადებში მონაწილეობა ხუთი ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მთელი საქართველოდან.
გილოცავთ თქვენი მოსწავლის ამ მნიშვნელოვან აღიარებას და ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით სამომავლოდაც თქვენი სკოლის კიდევ არაერთი მოსწავლის წარმოჩენას შევძლებთ“,- ვკითხულობთ წერილში.
იხილეთ ფოტო:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რამდენიმეკვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ღრმად გვწამს, მოსწავლეთა წარმატების წარმოჩენა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მათ შემეცნების გზაზე“