| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლის ბრწყინვალე წარმატებით ხარობენ.
ანა ცხადაძემ ბაქოში გამართულ განათლების გლობალური სამიტში (Global Education Summit 2026) მიიღო მონაწილეობა.
სკოლის დირექცია მოსწავლეს სიამაყით გვაცნობს და მის წარმატებას გვიზიარებს.
„ანა მე-7 კლასის წარჩინებული მოსწავლეა. ნიჭიერი და ენერგიული გოგონა, ასევე ბრწყინვალედ ცეკვავს. იგი ქორეოგრაფიულ ანსამბლ „შევარდენის“ სოლისტია.
„ამ დღეებში ანამ მონაწილეობა მიიღო ბაქოში განათლების საერთაშორისო სამიტში, საქართველოს დელეგაციის წევრის სტატუსით, სადაც კიდევ ერთხელ ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავისი შესანიშნავი უნარები. ასახელა სკოლა, ანსამბლი, პედაგოგები და ქალაქი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლის დირექცია ანას ახასიათებს, როგორც ზრდილ, თავაზიან, ბეჯით და პასუხისმგებლობით სავსე მოსწავლედ, რომელიც დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს ამხანაგებს შორის.
„გვჯერა ანა, ასე წარმატებით გააგრძელებს საბაზო საფეხურზე სწავლას, ბევრჯერ გვასახელებს და უამრავჯერ ვიამაყებთ მისი წარმატებებით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
განათლების გლობალური სამიტი ბაქოში 12 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (მათ შორის საქართველოს ოფიციალური დელეგაცია) შეკრებილი პედაგოგები, სკოლისა და უნივერსიტეტის ლიდერები, პოლიტიკოსები, მკვლევარები და EdTech (განათლების ტექნოლოგიების) ინოვატორები.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რამდენიმეკვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის დირექცია მოსწავლეს სიამაყით გვაცნობს და მის წარმატებას გვიზიარებს
„ღრმად გვწამს, მოსწავლეთა წარმატების წარმოჩენა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მათ შემეცნების გზაზე“