სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კეხიჯვრის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ინიციატივით სამწევრისში ახალგაზრდული სივრცე შეიქმნება
31-03-2021
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „გზამკვლევი“ ზრუნავს ახალგაზრდებზე და ახალგაზრდული სივრცის შექმნას გეგმავს. ისინი ამ საკითხზე ქარელის მერს ეწვივნენ და დახმარების პირობაც მიიღეს.

„გზამკვლევის“ მოსწავლეების ინიციატივით 2020 წლის ზაფხულში დაიწყო პროექტი „ახალგაზრდების ხმა“, რომელიც მიზნად ისახავს სამწევრისში ახალგაზრდული სივრცეების შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ შეკრებას, ახალგაზრდებისთვის აქტუალური პრობლემების და საკითხების გადასაჭრელად.

სამწევრისში მდებარეობს რიტუალების დარბაზი, რომელიც არ ფუნქციონირებს და გამოუყენებელია, კლუბის წევრებმა და სოფლის ახალგაზრდებმა სოფლის მოსახლეობაში მოაგროვეს ხელმოწერები აღნიშნული ფართის გადასაცემად და სოფლის თანხმობაც მოიპოვეს.

ხელმოწერების მოგროვების შემდეგ 2021 წლის თებერვალში ახალგაზრდები მერს ეწვივნენ დარბაზის დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. ქარელის მერი ბატონი ზაზა გულიაშვილი ახალგაზრდებს დაპირდა, რომ აუცილებლად დაარეგისტრირებდა შენობას, ელექტროენერგიასაც შეიყვანდა და გადასცემდა ახალგაზრდებს, ახალგაზრდული სივრცის შესაქმნელად.

ახალგაზრდებმა მერთან ისაუბრეს თემის აქტუალურ პრობლემებზე და ამომწურავი პასუხები მიიღეს იმის შესახებ თუ რა ვადებში იგეგმება აღნიშნული პრობლემების მოგვარება.

კეხიჯვარის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „გზამკვლევი“ დიდ მადლობას უხდის ბატონ ზაზა გულიაშვილს გულთბილი მასპინძლობისათვის“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

 ახალი მოთხოვნები მაგისტრანტებისთვის 2027 წლიდან ამოქმედდება - მთავრობის გადაწყვეტილება ძალაშია

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ღრმად გვწამს, მოსწავლეთა წარმატების წარმოჩენა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მათ შემეცნების გზაზე“

მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება