სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია „დედამიწის საათს“ შეუერთდა
30-03-2021
-
+


ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ეკო-კლუბი „ხერგილი“ დედამიწის საათის სიმბოლურ კამპანიას შეუერთდა და ასევე ჩაერთო სოციალურ ქსელში გამართულ შეხვედრაში, სადაც გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„27 მარტს საქართველო, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, დედამიწის საათს აღნიშნავს. დედამიწის საათი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის საყოველთაო გარემოსდაცვითი მოძრაობაა. ეს არის კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი კამპანია, რომელიც 2007 წელს ავსრატალიის მხოლოდ ერთ ქალაქში - სიდნეიში ჩატარდა და სიმბოლური ღონისძიებიდან მსოფლიოს უმსხვილეს საზოგადოებრივ გარემოსდაცვით მოძრაობაში გადაიზარდა.

დედამიწის საათის მიზანია, მსოფლიო თანამეგობრობის რაც შეიძლება ფართო საზოგადოების ყურადღების მიქცევა კლიმატის ცვლილებისა და ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად.

ყოველწლიურად, მარტის ბოლო შაბათს, ასობით ქვეყანაში მთავარ ღირსშესანიშნაობებზე, მილიონობით სახლსა თუ ოფისში, ქრება სინათლე. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) და მისი პარტნიორების სიმბოლური კამპანია ბუნების დაცვის მნიშვნელობას შეგვახსენებს. 2021 წელს, დედამიწის საათი 27 მარტს შედგა.

ღონისძიებას, მთელ მსოფლიოსთან ერთად, საქართველოც შეუერთა და თბილისის დროით, 20:30 - 21:30 შუალედში, ბუნების გულშემატკივრებმა მხარდაჭერას საკუთარ ოთახებში სინათლის დროებით გამორთვით დააფიქსირეს“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება