სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეებთან ურთიერთობა ყოველთვის დიდი სიხარულის მომნიჭებელია“ - თამილა ამბროლაძე, ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ პედაგოგი
30-03-2021
-
+


ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“ საზოგადოებას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, თამილა ამბროლაძეს აცნობს.

„ჩემთვის მასწავლებლობა შემოქმედებითი პროცესია, რომელიც მუდმივ განვითარებასთან ასოცირდება“, - აცხადებს ამბროლაძე, რომელსაც ​ამ სფეროში მუშაობის 24-წლიანი გამოცდილება აქვს. 

მიაჩნია, რომ მასწავლებლობა დიდი პასუხისმგებლობაცაა და დაუღალავი შრომაც, სკოლა „პროგრესი“ კი, ოჯახია, სადაც ცდილობს, სასკოლო ცხოვრება საინტერესო და სასიამოვნო გახადოს.

„ჩემი პროფესიული არჩევანი ლიტერატურის სიყვარულმა განაპირობა. მხატვრული ლიტერატურის დანიშნულება ხომ ადამიანებისთვის ინტელექტუალური სიამოვნების მინიჭებაა. ჩემთვის მასწავლებლობა შემოქმედებითი პროცესია, რომელიც მუდმივ განვითარებასთან ასოცირდება.

იყო მასწავლებელი დიდი პასუხისმგებლობა, დაუღალავი შრომა და დიდი ემოციური განცდაა. ყოველთვის მჯეროდა, ეს პროფესია, პირველ რიგში, განვითარების უწყვეტ პროცესსა და სიახლეებისკენ სწრაფვას ითხოვდა, მაგრამ მთავარი საყრდენი ხომ ბავშვის სიყვარული და მუდმივი მზაობაა, დაეხმარო და იზრუნო მის გონებრივ და სულიერ განვითარებაზე. ვფიქრობ, აუცილებელია, მოსწავლეებთან ურთიერთობის პროცესი იყოს გულწრფელი. მათ უნდა დაინახონ, რომ შენ ზრუნავ პიროვნებაზე.

არასოდეს ვკარგავ სურვილს სწავლების პროცესში თავადაც ბევრი რამ ვისწავლო მათგან. ვუსმენ, ვიზიარებ და ვითვალისწინებ ჩემი ბავშვების შეხედულებებს. ყოველთვის ვცდილობ, გაკვეთილები მათი სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინებით დავგეგმო. ვფიქრობ, რომ ეს პრინციპი აუცილებელი პირობაა ჩემი და ჩემი მოსწავლეების წარმატებისა. მათთან ჩემი ურთიერთობა ყოველთვის დიდი სიხარულის მომნიჭებელია. მათი პიროვნული თუ ინტელექტუალური განვითარება ჩემი მუდმივი ფიქრის საგანია

სკოლა „პროგრესი“ ნამდვილად არ არის ჩემთვის სივრცე, სადაც მხოლოდ და მხოლოდ სამსახურეობრივ მოვალეობას ვიხდი, ეს არის ოჯახი, რომელთანაც თითქმის ოცწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს.

„პროგრესი“ ჩემი სახლია, ჩემი ცხოვრებაა. აქ მე, როგორც ოჯახში, ვზრუნავ, ვფუსფუსებ, და ვცდილობ, სასკოლო ცხოვრება სხვებთან ერთად სასიამოვნო და საინტერესო გავხადო“, - აცხადებს თამილა ამბროლაძე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება