სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში ფიზიკის ტრენერებმა სტაჟირება გაიარეს
21-11-2017
-
+


ფიზიკის მასწავლებლების შემდეგ, წელს პირველად, ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში კვალიფიკაციის ამაღლების ერთკვირიანი კურსი ფიზიკის თორმეტმა ტრენერმა გაიარა.

ფიზიკის საგნობრივმა ტრენერებმა ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერეს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, ადგილზე ჩაატარეს სასკოლოექსპერიმენტები, ასევემოისმინესცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში. 

გარდა ამისა, პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტის მიერ წარმოდგენილ მეთოდოლოგიას გაცნობოდნენ ფიზიკის სწავლების საკითხებზე.

ტრენერები მიმდინარე წლის ზაფხულში კონკურსის წესით შეირჩნენ და მათი სტაჟირება სრულად დაფინანსდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

ექვსი წლის განმავლობაში ევროპის ბირთვულიკვლევების ცენტრში კვალიფიკაცია 100-ზე მეტმა მასწავლებელმა აიმაღლა. გარდა ფიზიკის მასწავლებლებისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს სხვადასხვა საგნის პედაგოგებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებას პროგრამებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება