| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ახალი საერთაშორისო კინოაკადემია გახდება რეგიონის ინტელექტუალური ცენტრი“ - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს პარლამენტში ამერიკელ რეჟისორთან, დევიდ ლინჩთან და მისი ფონდის დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრებმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და პარლამენტის სხვა წევრებმა.
საუბარი შეეხო დევიდ ლინჩის ინიციატივას თბილისში ახალი საერთაშორისო კინოსკოლის გახსნის თაობაზე.
განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა დევიდ ლინჩს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი მაღალი რანგის რეჟისორის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივია. ჩხენკელის განმარტებით, ახალი საერთაშორისო კინოაკადემია გახდება რეგიონის ინტელექტუალური ცენტრი, სადაც პრაქტიკული სამუშაოს გარდა, სიღრმისეულად იმსჯელებენ კინემატოგრაფის ისტორიაზე, თეორიაზე და მის ფილოსოფიაზე. ამასთან, ეს იქნება მნიშვნელოვანი სივრცე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და ფესტივალებისთვის.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სამინისტროს სახელით სრული მზაობა გამოთქვა მხარი დაუჭიროს დევიდ ლინჩის ინიციატივას. მინისტრის თქმით, გაღრმავდება თანამშრომლობა ახალი საერთაშორისო კინოაკადემიის დაარსების თაობაზე.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება