| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ გაზაფხულს სეზონის პირველი ტური ჩატარდა.
ღონისძიება მშვიდ გარემოში წარიმართა, დაიწერა მაღალი ქულებიც. თამაშში მონაწილეობდნენ VIIა, VIIბ, VIII,IX, და XI კლასების მოსწავლეები.
„ქულები ასე გადანაწილდა: მეხუთე ადგილი - VIIბ კლასი, მეოთხე ადგილი-VIIა კლასი, მესამე ადგილი-IX კლასი, მეორე ადგილი -VIII კლასი, პირველი ადგილი-XI კლასი.
ღონისძიებას ეწრებოდა დირექცია, ასევე მასწავლებლები.
დირექტორის თქმით, ღონისძიება ნამდვილად მშვიდ გარემოში წარიმართა და დაცული იყო ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია. მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მონაწილეს და აღნიშნა, რომ ასეთი ღონისძიების ჩატარება ნამდვილად საჭიროა.
ღონისძიების ავტორმა და წამყვანმა, ჯაბა ჯამასპიშვილმა კი აღნიშნა, რომ თამაში მართლაც კონკურენტული და შედეგებზე ორიენტირებული იყო. მან სიტყვით მიმართა გუნდებს და უსურვა წარმატებები შემდგომ ტურებშიც“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილდებეს მასწავლებელი - ყველა დეტალი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება