სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სისტემაში ახლებური სიო შემოიტანა“ - გუგული მაღრაძე
16-11-2017
-
+


ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუგული მაღრაძემ განათლების სისტემის შესახებ ისაუბრა. მან განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას საქმიანობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ყოფილმა მინისტრმა განათლების სისტემაში ახლებური სიო შემოიტანა:

„განათლების სისტემაში ალექსანდრე ჯეჯელავამ ახლებური სიო შემოიტანა. ზოგადი განათლების სისტემაში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვა პრიორიტეტული გახადა. როგორც ახალმა მინისტრმა, მიხეილ ჩკენკელმა აღნიშნა, ეს ხაზი მომავალშიც გაგრძელდება. წინა მინისტრის დროს გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა პროფესიული განათლების განვითარებისთვის. ძალიან ბევრი პროფესიული სასწავლებელი აღიჭურვა საჭირო დანადგარებით. პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებს პირდაპირ შეეძლებათ წარმოების პროცესში ჩართვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემა უნდა იყოს ევროპული განათლების სისტემის შესაბამისი. საქართველოში მიღებული განათლება უნდა იყოს კონკურენტუნარიანი ევროპაში მიღებული განათლებისა,“ - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება