სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლის საშუალო ნიშანი მოტივირებულს გახდის მოსწავლეს, უფრო მეტი იშრომოს სკოლაში“ - სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე
22-03-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს და როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას; რას ფიქრობს სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობასა და ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge - ს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე გვესაუბრა.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

 - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები და  ა. შ. კარგი ინიციატივაა, სკოლის როლი გაიზრდება, დაფასდება პედაგოგების ძალისხმევა. სკოლის საშუალო ნიშანი მოტივირებულს გახდის მოსწავლეს, უფრო მეტი იშრომოს სკოლაში. 

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს ? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

 - პროფესიის არჩევისას არაერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში ეს მათი ინტერესის სფეროა. ზოგიერთ აბიტურიენტს ჰუმანიტარული მიმართულებები აინტერესებს, ზოგიერთს ტექნიკური მიმართულებები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მთავარია აბიტურიენტი ხედავდეს თავის თავს, სად შეუძლია საკუთარი პოტენციალის რეალიზება. დღეს ძალიან ბევრი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, რომ აბიტურიენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.  

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

 - სახელმძღვანელოების გრიფირება, მართლაც, მნიშვნელოვანი საკითხია, მივესალმები  გრიფირების  პროცესში საზოგადოების ჩართულობას. უნდა გათვალისწინებული იყოს მათი რეკომენდაციები.  

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

 - ელექტრონული ჟურნალი პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, ისევე, როგორც სხვა ტექნიკური სახეები, მაგრამ გასათვალისწინებელია, ის, რომ ინტერნეტ წვდომა იყოს მთელი საქართველოს მასშტაბით კარგი ხარისხის. მასწავლებლები ხშირად აწყდებიან პრობლემებს ელექტრონული ჟურნალის წარმოებისას, რაც გამოწვეულია ტექნიკის დაბალ დონეზე ფლობით, მაგრამ თანამშრომლობითა და ურთიერთდახმარებით გვარდება ეს ხარვეზიც. 

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

 - კოვიდ-პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ტრადიციული განათლების მეთოდები, ასევე გვასწავლა ყველა გამოწვევის სწრაფად გამკლავება, თანამშრომლობითი კულტურა უფრო მეტად გაიზარდა კოლეგებს შორის. ყველა მასწავლებელი დიდი მონდომებით ესწრებოდა და დღესაც ესწრება  

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ პროექტებს და ტრენინგებს, ქმნიან მოსწავლეების საჭიროებაზე მორგებულ ახალ სასწავლო რესურსებს.  

კოლეგა დირექტორებს ვურჩევდი, მართალია რთულია დირექტორის მრავალ ფუნქციური მუშაობა, მაგრამ ჩვენ გაცნობიერებული უნდა გვქონდეს ჩვენი პასუხისმგებლობა საქმის მიმართ, უნდა გავეცნოთ სიახლეებს და ვიზრუნოთ ჩვენს პროფესიულ განვითარებაზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება