სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლა პანდემიის დროს“ - გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეების ემოციური გზავნილი
22-03-2021
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ ზაქაიძე, ანი სეთურიძე და მარიამ ქარჩაიძე პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაზე მოსწავლის ემოციურ ფიქრებს გვიზიარებენ.

„სკოლა პანდემიის დროს“ - ასე ჰქვია მოსწავლეების წერილს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ: 
   
დღეს, ჩვენი მთავარი პრობლემაა, გავუმკლავდეთ პანდემიისგან გამოწვეულ სირთულეებს და ვებრძოლოთ მას. Covid-19-მა მოიცვა მთელი მსოფლიო და შეცვალა ჩვენი ცხოვრების რიტმი. მან დიდი დარტყმა მიაყენა მომავალი თაობის განვითარებას. არსებულმა სიტუაციამ იმოქმედა ჩვენს სკოლაზეც.    

პანდემიამდე, ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგანმანათლებლო აქტივობებში, სადაც არაერთხელ გამხდარან პირველი ადგილის მფლობელები. სკოლაში საჭირო პირობების არქონის მიუხედავად, თითოეული პედაგოგი მაინც ცდილობდა ჩაეტარებინა საგნობრივი შეჯიბრება, რომელიც წაახალისებდა მოსწავლეებს. ასევე, ვატარებდით საახალწლო და მრავალ სხვა სადღესასწაულო ღონისძიებას.

ყოველწლიურად ვმონაწილეობდით პროექტ „ეტალონში“ და აქტიურად ვიყავით ჩართულნი ყაზბეგში ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებაში.

ვატარებდით გასვლით ღონისძიებებს მთიულეთის სხვადასხვა ისტორიულ ადგილას. მაგალითად, ხადის ხეობა, განისა, წმინდა გიორგის სახელობის ლომისის ეკლესია. ასევე, პანდემიამდე  ვსტუმრობდით საქართველოს ულამაზეს ადგილებს: კახეთს, ახალციხეს, ბორჯომს ,თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელი იყო სტუმრობა იმერეთსა და სამეგრელოში.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად ვარჯიშობდნენ სამთო-სათხილამურო სპორტში და მონაწილეობდნენ სხვადასხვა შეჯიბრებებში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და საკმაოდ წარმატებულადაც გამოდიოდნენ.

2020 წელს გამოჩენილმა ამოუცნობმა ვირუსმა გააჩერა სკოლები, მაგრამ სახელმწიფომ შემოიღო სწავლების ახალი მეთოდი, რომელიც ითვალისწინებდა ონლაინ კავშირს ერთმანეთთან. ეს, შესაძლებელია, სწავლების მხრივ ხელსაყრელი იყო, თუმცა, იგი აფერხებდა კომუნიკაციას საზოგადოებასთან და ხელს უშლიდა თაობის განვითარებას.

ონლაინ სწავლებამ  დაგვაფიქრა და მოგვანატრა ერთმანეთი. უფრო დავაფასეთ სკოლაში გატარებული თითოეული წუთი, როდესაც ასეთ სასტიკ რეალობასთან მოგვიწია თვალის გასწორება. მან დაგვანახა, რომ ურთიერთობის  გარეშე სიცოცხლე არაფერია. აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლების დაკეტვამ  გავლენა იქონია მასწავლებლებზე. მათ დაეკისრათ დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც დღევანდელი გადმოსახედიდან, თავი კარგად გაართვეს.

რა თქმა უნდა, რთული იყო ჩვენთვის ცხოვრების ეს  გარდამტეხი პერიოდი. ყველაზე დიდი პრობლემა ინტერნეტი იყო, რადგან მაღალმთიან ადგილზე ვცხოვრობთ და ინტერნეტთან კავშირიც კარგი არ გვაქვს, თუმცა, ჩვენ ამ პერიოდს გავუმკლავდით.

გაგვაერთიანა მეგობრობამ და იმ ფიქრმა, რომ დროულად დავუბრუნდებოდით სკოლას. მასწავლებლებსაც უჭირდათ კომუნიკაცია ჩვენთან. ყოველდღე ვეუბნებოდით ერთმანეთს, თუ როგორ გვენატრებოდა სკოლა, ერთმანეთთან ჩახუტება, სიცილი, თუნდაც უაზრო ხუმრობებზე.

ჩვენთვის ძნელად შესაგუებელი იყო სათხილამურო სეზონის შეჩერება. არ შეგვეძლო სრიალი, იმ სიამოვნების მიღება, რომელსაც  ყოველ ზამთარს შევიგრძნობდით. ეს იყო მართლა ჩვენი ცხოვრების შეჩერება, მაგრამ ჩვენ შევეგუეთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას, სწავლას და პირბადის ტარებას.

იმედი გვაქვს, უხილავი მტერი დაგვტოვებს და ჩვენი ცხოვრება დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს“, - ნათქვამია მოსწავლეების წერილში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 6 ივლისს იწყება - ეტაპები და სხვა დეტალები ცნობილია

პრემიერის განმარტება ჩინეთში შეკერილ სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - „ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტი“... 

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

„ჩემი ოქროს გოგოა მარიამი, ჭკვიანი და ნიჭიერი. ზუსტად ვიცი, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს გამარჯვებებით“

პროექტი მოიცავდა არაერთ საინტერესო, სახალისო  და შემოქმედებით აქტივობას

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდებს გზა დაულოცეს და ნათელი და ბედნიერი მომავალი უსურვეს

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება