სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მუსიკის სპეციალისტებისთვის წინასაკონფერენციო სემინარს უმასპინძლებს
16-11-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2018 წლის 10-14 ივლისს მუსიკალური განათლების საერთაშორისო საზოგადოების წინასაკონფერენციო სემინარს უმასპინძლებს, რომელიც 15-20 ივლისს, ქალაქ ბაქოში გაგრძელდება 33-ე მსოფლიო კონფერენციით - „საერთაშორისო საზოგადოება მუსიკალური განათლებისთვის“.

მუსიკალური განათლების სფეროს ერთ-ერთ პრესტიჟულ ღონისძიებაში ჩართვას მუსიკალური განათლების საერთაშორისო საზოგადოება ქართველ მუსიკოსებსა და მუსიკის მასწავლებლებსაც სთავაზობს.

საკონფერენციო თემატიკა შემდეგი სახისაა:

· ტრადიცია, ლოკალურობა და კულტურული იდენტურობა

· პარტნიორობა და სოციალური ერთიანობა

· კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები

მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ დარეგისტრირდნენ ორგანიზაციის ვებგვერდზე და წარადგინონ სემინარსა და კონფერენციაში მონაწილეობის განაცხადები 2017 წლის 15 დეკემბრამდე. კონფერენციის სამუშაო ენა ინგლისურია.

გარდა იმისა, რომ მუსიკალური განათლების საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოვლენილი ქართველი მომხსენებლები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში გამართულ სემინარში, ასევე, ორგანიზატორი მხარის მიერ დაფინასდება ბაქოში დაგეგმილ კონცერენციაში მათი მონაწილეობა.

მსოფლიო კონფერენციის მიზანია მსოფლიო ქვეყნების მუსიკის პედაგოგებს შორის იდეებისა და გამოცდილების გაზიარების მეშვეობით გლობალური ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რათა ხელი შეეწყოს მუსიკალური განათლების მიწოდებას ყველა ასაკის ადამიანისათვის მთელ მსოფლიოში.

დეტალური ინფორმაცია

სარეგისტრაციო ბმული

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება