| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი რატი ბრეგაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
„ათენის 50-ე საჯარო სკოლაში ქართულის გაკვეთილები ტარდება!“- აღნიშნავს რატი ბრეგაძე და საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ამ მიღწევას ულოცავს.
„მრავალი ადამიანის დაუღალავი შრომის შედეგად შედეგი მიღწეულია. ათენის 50-ე საჯარო სკოლაში ქართულის გაკვეთილები ტარდება!
საბერძნეთში ემიგრაციაში მცხოვრები ბავშვი ბერძნულ სკოლაში დადის, ბერძნულად ესაუბრება მეგობრებს და ბერძნულად ფიქრობს, ასეა ყველა სხვა ქვეყანაშიც. არ უნდა დაგვავაწყდეს, რომ ემიგრაციაში მცხოვრებ ბავშვებში ქართული ენისა და სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, რომელსაც ერთობლივად ღირსეულად უნდა გავუმკლავდეთ. ამ საქმეში ყველამ, საჯარო სექტორმა, ბიზნესმა და არასამთავრობოებმა და მედია საშუალებებმაც თავისი წილი აგური უნდა დადონ. აქ არ აქვს მნიშვნელობა არც პოლიტიკურ შეხედულებებს და არც სხვა ფაქტორებს. ამ ბავშვების მიერ ნასწავლ თითოეულ ქართულ სიტყვას საქართველოს ხვალინდელ დღესთან უშუალო და მჭიდრო კავშირი აქვს.“- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.




„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება