სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ამ პერიოდში პედაგოგებმა ისწავლეს ბევრად მეტი, ვიდრე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში“ - ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის დირექტორი ნათია ფუტკარაძე
15-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის დირექტორის, ნათია ფუტკარაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . .

- იმ საფრთხეების რეალობა, რომლის შესახებ მხოლოდ ვსაუბრობდით, ვამტკიცებდით გარკვეული სახის სამოქმედო გეგმებს იურიდიული ფორმალობების გათვალისწინებით, რომელსაც ხშირად ვივიწყებდით. რეალურმა საფრთხემ გამოაფხიზლა სკოლა და დაანახა რთულ სიტუაციებში მართვის ეფექტური მექანიზმების დაგეგმვისა და მოქმედების სტრატეგიების განსაზღვრის აუცილებლობა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .

- რამდენად დიდი ადგილი დაიკავა ჩვენს ცხოვრებაში ტექნოლოგიებმა. ყველა თაობის ადამიანი დარწმუნდა რამდენად მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება. მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, გამოწვევები მაინც არის.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . .

- ყველაზე რთული პერიოდი, რომელიც ყოფილა, ალბათ, ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს იყო ბრძოლა უხილავ მტერთან, შიშისა და სასოწარკვეთის პერიოდი. თუმცა ამ პერიოდში პედაგოგებმა ისწავლეს ბევრად მეტი, ვიდრე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ამ რთულ პერიოდში სახელმწიფოს და განათლების სამინისტროს  მხარდაჭერა და თანადგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ალბათ ამიტომ პედაგოგებს არ განუცდიათ ის სირთულეები, რაც თუნდაც 90-იან წლებში იყო.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .

- განავითარეს პროფესიული უნარ-ჩვევები, განსაკუთრებით კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით. მათმა უმრავლესობამ გამოავლინა კრიტიკულ სიტუაციებში მოქმედების, გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარები.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .

- მოსწავლეთა ნაწილი თვითონ გვირეკავდა გაკვეთილის დაწყებისას, ფაქტობრივად, გაკვეთილის დაწყების დროს თვითონ გვახსენებდნენ, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეები. უფრო შინაურული გარემო იყო გაკვეთილზე, ვიდრე სკოლაში და არ უგრძვნიათ გაუცხოვება, რომელიც რამდენიმეთვიანმა განშორებამ გამოიწვია.

- მშობლებს ვურჩევდი. . .

- მართალია, მშობელთა ჩართულობა გარკვეულწილად გაიზარდა, თუმცა ეს უფრო გავდა საგაკვეთილო პროცესში საკუთარი შვილების აქტიურობის კონტროლს და კონკურენციას  სხვა მოსწავლეებთან შედარებით. რაც ხშირად არაჯანსაღ გარემოს და სტრესულ სიტუაციებსაც კი ქმნიდა მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვისაც. მშობლებს ვურჩევ გახდნენ საკუთარი შვილებისთვის მეგობრები, მრჩეველები და ასწავლონ შვილებს რთულ სიტუაციებში მოქმედება, შეცდომების პატიება.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .

- დასრულდეს პანდემია. ახალგაზრდებს ჰქონდეთ საკუთარი მომავლის დაგეგმვის უნარი, რომ ყოველი წუთი ნაყოფიერად გამოიყენონ განათლების მისაღებად და წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთონ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება