სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ონლაინ სწავლებამ გვიჩვენა, რომ განათლების სისტემა გმირულად მუშაობს, პედაგოგი კი - გმირია“ - ეშტიის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ბერნიკ ჰოვსეფიანი
15-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის დირექტორის, ბერნიკ ჰოვსეფიანის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:


- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . .

- ეს მოვლენა ჩვენთვის იყო გამოცდა. გამოცდა, რომელიც ავლენს ყველაზე ცუდსა და ყველაზე კარგს ადამიანში და ჩვენ ვაჩვენეთ  ერთმანეთი, ის რაც საუკეთესოა ჩვენში. კოვიდ პანდემიამ დაგვანახა, რომ ძალიან ძლიერები ვართ და ყველაფერს შევძლებთ. ის, რაც გავაკეთა განათლების სისტემამ პანდემიის პერიოდში, განათლების განვითარებისთვის დაფასებულია.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .

- ონლაინ სწავლებამ გაკვეთილების ჩატარების ახალი მეთოდი გვასწავლა, შევძელით კომპეტენციის ამაღლება ციფრულ ტექნოლოგიაში. დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში უკვე აქტიურად ვიყენებთ სხვადასხვა ვებინსტრუმენტს, ელექტრონულ რესურსებს, სასწავლო თამაშებს და ა.შ. ეს უკვე 21 -ე საუკუნის მოსწავლეთა ინტერესებს პასუხობს და ვფიქრობ დადებითად აისახება მათი სასწავლო მოტივაციის ზრდაზე. ონლაინ სწავლებამ გვიჩვენა, რომ განათლების სისტემა გმირულად მუშაობს, პედაგოგი კი - გმირია.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . .

- 2020 წელი  იყო ურთულესი და გამოწვევებით სავსე წელი. პრობლემური იყო ყველა სფეროსთვის. პანდემიამ ახალი შესაძლებლობები გააჩინა. მთავარი გამოწვევა ონლაინ სწავლება გახდა, რომელიც თანამშრომლობის საფუძველზე კარგად დავძლიეთ.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .

- მასწავლებლებისგან მიხარია ის, რომ ონლაინ სწავლება კარგად დაძლიეს, უამრავი მეთოდი დახვეწეს, ისწავლეს, მოდიფიცრება გააკეთეს ონლაინ სწავლებისათვის, მუდმივად ძიების პროცესში იყვნენ. სხვადასხვა პროგრამა შეისწავლეს, რომ პირნათლად წარდგნენ მოსწავლეების წინაშე. პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების პროცესში კარგად ითანამშრომლეს მშობლებთან.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .

- ყოჩაღები არიან, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში კომპიუტერული გაკვეთილების საათებით არ არიან ძალიან დატვირთულნი, მაინც გადასარევად იციან კომპიუტერული - ტექნოლოგიური მექანიზმი.

- მშობლებს ვურჩევდი. . .

- ამ  პანდემიის დროს დისტანციური სწავლების პროცესში არანაკლებ დატვირთულნი იყვნენ მშობლებიც. მასწავლებლებს ყოველთვის სჭირდება მშობლების თანადგომა. მშობლებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ სრულფასოვნად მოხერხდეს ბავშვის საგაკვეთილო პროცესში ჩართვა, განათლება  და განვითარება. ისინი ჩვენი მოკავშირეები არიან. აგრეთვე საჭიროა მშობლისგან ემოციური მხარდაჭერაც. ვურჩევ მშობლებს მეტი დრო დაეთმონ შვილებს.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .

- იმაზე, ოდესმე თუ ეს კორონავირუსი სამუდამოდ დაგვტოვებს და ჩვენ ჩვეულებრივი რეჟიმით დავიწყებთ მუშაობას. ხშირად ვფიქრობ ახლობლების ჯანმრთელობაზე და ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება