სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პანდემიამ დაგვანახა, რომ ერთიანი ძალისხმევით ნებისმიერი პრობლემის დაძლევა შესაძლებელია“-ნოღოხაშის საჯარო სკოლის დირექტორი ასმათი აბულაძე
05-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღოხაშის საჯარო სკოლის დირექტორის ასმათი აბულაძის ბლიც ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...


- რომ მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა და ადამიანია დაცული პანდემიისგან. ფაქტობრივად, შეიცვალა ყველას ცხოვრების წესი. კოვიდმა დაგვანახა, რომ ერთიანი ძალისხმევითა და თანადგომით ნებისმიერი პრობლემის დაძლევაა შესაძლებელი .

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- თუ რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ყველა სირთულის გათვალისწინებით, დროულად მოქმედება და სწორი გადაწყვეტილების მიღება. გვასწავლა ისე წარვმართოთ სკოლაში ე.წ. დისტანციური სწავლება, რომ სრულყოფილად წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- გამოწვევების, გამოცდისა და სირთულეების მიუხედავად, სიახლეების წლად. სიახლეა, სასწავლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის ელექტრონულად წარმართვა. ზოგადად, ელექტრონულმა სწავლებამ მოზარდს მისცა შესაძლებლობა, სახლიდან გაუსვლელად , დამოუკიდებლად ცოდნის მიღებისა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- ბავშვების მიმართ მათი დიდი სიყვარულის უნარი, გუნდურობა, გამოცდილების ურთიერთგაზიარება და დახმარება; შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის განსხვავებული მიდგომების ერთობლივი ძიება და, რაც მნიშვნელოვანია, მათი პროფესიონალიზმი და მუდმივი ზრუნვა თვითგანვითარებაზე.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- უფრო სწორად, სასიამოვნოდ მაკვირვებს წარმატების, სიხარულის, ზოგადად ემოციების განსაკუთრებული გამოხატვა. მიკვირს და მიხარია მათი ფანტაზიის მრავალფეროვნება, სამყაროს აღქმის თავისებური, განსხვავებული უნარი, სიახლეებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი დიდი ინტერესი და სწრაფვა.

- მშობლებს ვურჩევდი...

- რომ მჭიდრო კავშირი იქონიონ და აქტიურად იყვნენ ჩართულნი სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებასა და სასწავლო პროცესში , რადგან მხოლოდ სკოლის, მშობლისა და მოსწავლის ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება სასურველი შედეგის მიღწევა. დისტანციურმა სწავლებამ დაგვანახა მათი ჩართულობის  და თანადგომის აუცილებლობა.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისა და მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლების გზებზე. სასკოლო გარემოს, ცოდნის გარდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლის განვითარებისა და პიროვნული ზრდისთვის, მისი ინდივიდუალურობის გამოვლენისა და თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებისთვის.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება