სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უცხოელმა მასწავლებლებმა ქართულ პროფესიულ კოლეჯებში მუშაობა დაიწყეს
10-11-2017
-
+


პროგრამაში „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად'' წელს პირველად, პროფესიული სასწავლებლები ჩაერთნენ. უცხოელმა მოხალისე მასწავლებლებმა, ქართველ კოლეგებთან ერთად, კოლეჯებში მუშაობა უკვე დაიწყეს.

პირველ ეტაპზე სამი პროფესიული სასწავლებელი შეირჩა: „ბლექსი”(ბათუმი) „თეთნულდი“ (მესტია) და „იკაროსი“ (თბილისი). აღნიშნულ სასწავლებლებში პროექტის მოხალისე პედაგოგები ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში იმუშავებენ.

სამუშაოს დაწყებამდე უცხოელებს პროფესიული განვითარების, სწავლების მეთოდოლოგიისა და ადგილობრივ თემთან კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარდათ.

პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ 2010 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანი უცხოური ენის სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გზით ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და უცხოური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა ადგილობრივ თემში.

პროგრამამ დღემდე ბევრი ცვლილება განიცადა. დაიხვეწა პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მოხალისე მასწავლებელთა და ადგილობრივი სკოლების შერჩევის პროცესი. 2012 წლიდან პროგრამას შეუერთდა ჩინური ენის მოხალისე მასწავლებლები, ხოლო 2015 წლიდან პროგრამაში ჩაერთნენ ფრანგული და გერმანული ენების მოხალისე მასწავლებლებიც. 2013 წლიდან პროფესიული განათლების პრიორიტეტულობამ გამოკვეთა პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის, პროფესიული უნარების განვითარების პარალელურად, ენის კომპეტენციის გაღრმავების საჭიროებაც, რის საფუძველზეც, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საპილოტე რეჟიმში დაიწყო უცხოელი მოხალისე მასწავლებლების განაწილება პროფესიულ სასწავლებლებში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება